დედა, რომელიც სამოცი წელზე მეტისაა, ამბობს, რომ მუდმივად მისი შვილის და ჰგონიათ, რომელიც მისი ასაკის ნახევარია.
64 წლის მოდელმა და ურთიერთობების სპეციალისტმა, ანგელა პაოლმა, თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ოცი წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მას სისტემური ლუპუსის ერითემატოზი დაუდგინეს (გახანგრძლივებული მდგომარეობა, რომელიც იწვევს ანთებას სახსრებში, კანსა და სხვა ორგანოებში). ანგელამ გადაწყვიტა ჯანმრთელობაზე უკეთესად ეზრუნა და ასეთმა ცხოვრების წესმა, მედიკამენტების გამოყენების გარეშე, სიმპტომების შეჩერებას შეუწყო ხელი.
ის 30 წლის იყო, როდესაც ქალიშვილი არიელი შეეძინა (ახლა ის 34 წლისაა) და ცხოვრება ქალიშვილის აღზრდას და მეუღლესთან, ალანთან (69 წლის) ერთად მოგზაურობას მიუძღვნა. ანგელა, რომელიც ახლა კალიფორნიაში, აშშ–ში ცხოვრობს, 16 წლის ასაკში მოდელად მუშაობდა, მაგრამ გადაწყვიტა თავი დაენებებინა, როდესაც დედა გახდებოდა. თავისი იღბლიანი გენებისა და ჯანმრთელობის გამო ღელვამ, ანგელა არ დაძაბა. ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც იგი მისი გარეგნობის გასაუმჯობესებლად იყენებს, თმის საღებავია. იგი ამბობს, რომ ახალგაზრდობის საიდუმლო მედიტაცია და ხორცზე უარის თქმაა, რასაც ის 38 წელია აკეთებს.
,,სინამდვილეში, გამოიყურებოდე ლამაზად 64 წელს ასაკში დიდი საიდუმლო არ არის; გენეტიკა ხელს გიწყობს. მაგრამ ცხოვრების წესი მშვენიერი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად ლამაზია ადამიანი ასაკში ”, – თქვა ანგელამ.
,,20 წლის ასაკში სიცოცხლით და ენერგიით სავსე და თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ შემდეგ იყო ლუპუსის დიაგნოზი, რომლის წამალიც, საბედნიეროდ, არსებობდა. ეს იყო გამოსაფხიზლებელი ზარი, რომელმაც მნიშვნელოვნად დამიბრუნა ცხოვრების მაღალი ტემპი.”
,,30 წლის ვიყავი, როდესაც მძიმე 36-საათიანი მშობიარობისა და გადაუდებელი საკეისრო კვეთის შემდეგ ერთადერთი შვილი შემეძინა. ქალიშვილის ყოლა აბსოლუტური ბედნიერება იყო, ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეუღლესთან ერთად მოგზაურობასა და ქალიშვილის აღზრდას მივუძვენი.”
”მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო შესანიშნავი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, ეს გარდამავალი ეპიზოდიც აღმოჩნდა, როდესაც არ ვიცოდი ვინ ვიყავი, გარდა იმისა, რომ ვიყავი ცოლი და დედა. აღარ მქონდა სურვილი, რომ მოდელად მემუშავა.”
– დედაჩემს ლამაზი კანი და სქელი თმა ჰქონდა, რაც გენეტიკურია, ამიტომ თავიდანვე კარგი გენეტიკა მქონდა. ინგლისში დიდი წვიმების დროს გავიზარდე, მზეზე დიდ დროს არ ვატარებდი, რაც სინამდვილეში კარგი აღმოჩნდა. თინეიჯერებში არასდროს ვეწეოდი და კოლეჯში ბევრს არ ვსვამდი, ამან ხელი შემიწყო, ასევე ყოველთვის კარგი ძილის დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ჩემთვის ძილი არის ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის ნომერ პირველი დამხმარე.”
”გარდა ამისა, როგორც მოდელმა, ყველაფერი ვიცოდი კანის მოვლის შესახებ; მზის ზემოქმედება და საუკეთესო და ეფექტური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.”
ანგელა ამბობს, რომ ხშირად შეცდომას უშვებენ და მისი ქალიშვილი მისი და ჰგონიათ, როდესაც ისინი ერთად არიან ხშირად მამაკაცების ყურადღებას ანგელა იპყრობს.
,,ვფიქრობ, რომ შინაგანად უნდა გავუფრთხილდეთ თავს და პირველ რიგში, გარე ფაქტორებზე ვიზრუნოთ,” – თქვა მან. ,,მე მუდმივად ორგანული საკვებით ვიკვებები და მირჩევნია დღეში რამდენჯერმე მცირე რაოდენობით ვჭამო, რადგან ეს ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ,,დღეს ვჭამე ავოკადო, დავლიე ცხელი წყალი სუფთა ჯანჯაფილით და ლიმონით და ერთი ჭიქა ყავა, ისიც დილით. მე არ ვსვამ ბევრ ალკოჰოლს, მაგრამ როდესაც ვსვამ, მირჩევნია ცოტა არაყი დავლიო ვიდრე ღვინო, რადგან ის სუფთაა და ნაკლებად შეიცავს შაქარს. მრავალი ადამიანის აზრით, ფიზიკურად და ემოციურად ასაკში უკეთესად უნდა იგრძნო თავი. ყოველთვის ყოველთვის მიყვარდა ცეკვა, მაგრამ დაახლოებით ხუთი წლის წინ დავიწყე ზუმბას ცეკვის გაკვეთილებზე დასწრება კვირაში ოთხი-ხუთჯერ. ეს თავს მაგრძნობინებს სიცოცხლით სავსედ, ახალგაზრდად და სექსუალურად.
– ხალხი ხშირად ამბობს, რომ მე და ჩემი ქალიშვილი უფრო დები ვართ, ვიდრე დედა და შვილი. ინსტაგრამზე მამაკაცები მას ხშირად ამკობენ კომპლიმენტებით. სამწუხაროდ, სხვა ქალებისგან მოდის განსჯა, რომლებიც თითქოს მწუხარებას განიცდიან, თუმცა მე მესმის მათი.”
,,ადამიანებს ჩემს ასაკს ჩვეულებრივ ბევრი კოსმეტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული მეც ან იგივე გამეკეთებინა ან ანორექსიული უნდა ვყოფილიყი – ეს ორივე არასწორია. ხალხს სურს საბოლოო შედეგის მიღება, მაგრამ ყველა საჭირო სამუშაოს შესასრულებლად არ არიან მზად.”
ანგელამ, რომელმაც ორი წიგნი დაწერა, რომელიც დაფუძნებულია სიბერის სილამაზეზე, ამბობს, რომ ის სინამდვილეში კოსმეტიკური/პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგია და ისინი მიზანმიმართულად აიცილა თავიდან.
– პირადად მე კოსმეტიკური ქირურგიის წინააღმდეგი ვარ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომელთაგან ერთ-ერთი ისაა, რომ მსურს რაც შეიძლება ბუნებრივად გამოვიყურებოდე. მეორეც, მაქსიმალურად ვცდილობ ოპერაციების თავიდან აცილებას, ”- თქვა მან.
არსებობს უამრავი ბუნებრივი პროდუქტი და პროცედურა, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ლამაზად დაბერება, მაგალითად, ყოველდღე სახის იოგას ვაკეთებ, რომ ყბა და ნიკაპი გამკვრივდეს. ვგრძნობ, რომ ქალების (განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალების) წახალისება იყვნენ ბუნებრივები არის იმ გზავნილის ნაწილი, რომელსაც მხარს ვუჭერ და რასაც მივყვები. საკეისრო კვეთის ოპერაციის გარდა, ერთადერთი კოსმეტიკური პროცედურა, რაც მე გავაკეთე, იყო ის, რომ გავიწმინდე და გავითეთრე კბილები.”
,,მე ვიტყოდი, რომ ჩემი რჩევაა, რაც შეიძლება მალე დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა, ხოლო შედეგს მოგვიანებით აუცილებლად მიიღებთ. ეს ყველაზე ჯანმრთელი ვერსიაა. თანამედროვე კულტურასა და სოციალურ ქსელში, ქალები ხშირად წერენ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, შეწყვიტო საკუთარი თავის ვინმესთვის შედარება.”