მაიონეზი არის ფრანგული წარმოშობის ცივი საწებელი, რომელიც კერძებს საოცარ გემოსა და არომატს ჰმატებს. ეს გემრიელობა ბავშვებსაც ძალიან უყვართ, ამიტომ გირჩევთ, თქვენი ხელით მოამზადოთ და დაიცვათ საყვარელი ადამიანები საკვები დანამატების მიღებისგან, რომელიც უხვად არის კომერციულ პროდუქტებში. შემოგთავაზებთ გემრიელი, თოვლივით თეთრი, სქელი, ხელნაკეთი მაიონეზის რეცეპტს.
მაიონეზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 150 გრ რძე
- 3 ს. კ. ლიმონის წვენი ან ნებიესმერი 6%-იანი ძამარი 2 ს. კ.
- 300 მლ ზეთი
- 1 ჩ. კ. შაქარი
- 1 ჩ. კ. მდოგვი
- ½ ჩ. კ. მარილი
მომზადების წესი:
რძე და ზეთი 30 წამის განმავლობაში დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი, მდოგვი, ლიმონის წვენი და დააბლენდერეთ კიდევ 1 წუთამდე. მზა მაიონეზი გადაიტანეთ მინის კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ გამოიყენოთ 3-4 კვირის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!