კანი გლუვი და ნაზი რომ იყოს, ნაოჭების გაღრმავებამ კი არ შეგაწუხოთ, გამოიყენეთ სელის თესლი

ყველასათვის ცნობილია სელის ზეთის სასარგებლო თვისებების შესახებ. იგი ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებსა და ცუდ ქოლესტერინს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა სარგებლობა მოაქვს სელის თესლს ადამიანის ორგანიზმისთვის.

ამ სოცარ მარცვლეულს ლიფტინგის ეფექტი აქვს. გამოიყენეთ სალის თესლის ბაზაზე მომზადებული ნიღბები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.

ნიღაბი აუცილებლად საღამოს უნდა გაიკეთოთ. 10 მარტივი პროცედურის შემდეგ სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს ვერც კი იცნობთ. ნიღაბი შემადგენლობით ბიუჯეტურია, შედეგით კი საოცრად ეფექტური.

სახის კანის გამამკვრივებელი ნიღაბი მოამზადეთ დილით, ხოლო საღამოს გაიკეთეთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • სელის თესლი 1 ჩ. კ.
  • ადუღებული წყალი 1/3 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. სელის თესლს დაასხით გადადუღებული წყალი, კარგად აურიეთ, დააფარეთ ხელსახოცი და საღამომდე გააჩერეთ.
  2. საღამოს კი დაიბანეთ სახე. დაწექით მოხერხებულად, რადგან ნიღაბი მწოლიარე მდგომარეობაში უნდა გაიკეთოთ.
  3. აიღეთ სელის ნაყენი და ბამბის საფენით წაისვით სახის კანზე, ყელისა და მკერდის მიდამოებზე. დაელოდეთ გაშრობას.
  4. შემდეგ დაიტანეთ მეორე ფენა.
  5. მოცემული მანიპულაცია გაიმეორეთ 6-ჯერ.
  6. ბოლოს სახე ცხელი წყლით დაიბანეთ.

სელის თესლის ნიღაბი საოცრად ეფექტურია. იგი საერთოდ დაგავიწყებთ ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებსა და პროცედურებს.