ბადრიჯანი პომიდვრის წვენში ზამთრისათვის. ის ჩემს ოჯახში საკმარისი არასდროსაა

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მოამზადებთ უგემრიელეს შესანახ კერძს. ბადრიჯნის უამრავი სახით მომზადება შეგიძლიათ. ამჯერად, გთავაზობთ ბადრიჯანს პომიდვრითა და შაქრით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 კგ ბადრიჯანი
  • 3 კგ პომიდორი
  • 200 გრ ზეთი
  • 2 თავი ნიორი
  • 2 ცალი მწარე წიწაკა
  • 150 გრ შაქარი
  • 100-150 მლ 9%-იანი ძმარი
  • 2 ს. კ. მარილი

მომზადების წესი:

  1. პომიდორი და წიწაკა გაატარეთ, შემდეგ შეაზავეთ მარილით, დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი.
  2. ბადრიჯანი გათალეთ, გაჭერით სიგრძეზე 4 ნაწილად, შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის ჩხირებად და დაამატეთ პომიდორს.
  3. დაამატეთ ზეთი, შაქარი, ძმარი აურიეთ და ადუღეთ 40 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ შეაზავეთ დაჭყლეტილი ნივრით.

მომზადებული მასა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და გაგრილებამდე შეფუთეთ. გემრიელად მიირთვით!