როგორ მოვამზადოთ ღრუბელივით ნაზი ფუნთუშები საკუთარი ხელით

გადაწყვიტეთ თქვენს პატარებს ფუმფულა და ჰაეროვანი ფუნთუშები საკუთარი ხელით გამოუცხოთ. შემოგთავაზებთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვარიანტის რეცეპტს.

ჰაეროვანი, ნაზი ფუნთუშები ,,ჰოკაიდო“, რომელიც იაპონელი მზარეულების მიერ შექმნილი კიდევ ერთი საოცრებაა. ტკბილი ფუნთუშების ცომს მომზადების თავისებური ტექნიკა აქვს, რომელსაც ,,ტანჯონგი“ ჰქვია. იაპონური ჰაეროვანი ცომის მომზადების პატარა საიდუმლო რძეში მოხარშული ფქვილია.

ამ საოცარი ნუგბარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 260 მლ
  • ფქვილი 370 გრ
  • შაქარი 6 ს. კ.
  • საფუარი 7 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • კარაქი 3 ს. კ.
  • დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.
  • ვანილი

მომზადებეის წესები:

  1. თავიდან ვიწყებთ ტანჯონგის მომზადებას. ამისათვის აურიეთ 100 მლ თბილი რძე და 20 გრ ფქვილი. ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში და განუწყვეტლივ ურიეთ. მიიღებთ პუდინგის მსგავს მასას.
  2. პარალელურად მოამზადეთ საფუარი. აიღეთ საშუალო ზომის თასი, ჩაასხით დარჩენილი რძე, საფუარი, 2 ს. კ. შაქარი და 10-15 წუთი დაელოდეთ გაფუებას. მიღებული ნარევი დააყოვნეთ თბილ ადგილას.

ცომის მომზადება

  1. აიღეთ საშუალო ზომის თასი, ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ მარილი, ოთახის ტემპერატურის კვერცხი, ვანილი, საფუვრიანი მასა და ფქვილის ნახარში (ტანჯონგი). შეგიძლიათ ცომის მოსაზელად მიქსერი გამოიყენოთ ან ხელით მოზილოთ (ზელთ დაახლოებით 10 წუთი), შემდეგ დაამატეთ 1 ს. კ. დარბილებული კარაქი და აუცილებლად კარგად შეაზილეთ.
  2. ცომი უნდა გამოგივიდეთ ელასტიური და ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. მიღებულ მასას გადააფარეთ ცელოფანი, დადეთ თბილ ადგილას და დაელოდეთ აფუებას. ცომის მასა 2-ჯერ უნდა გაიზარდოს. დარჩენილი შაქარი და დარიჩინი აურიეთ და შიგთავსიც მზადაა.
  3. აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ფიცარზე, გაყავით 8 ნაწილად. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ ოვალურად, წაუსვით გამდნარი კარაქი, მოაყარეთ შიგთავსი და გადაახვიეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ გვერდები გადმოკეცე, გააბრტყელეთ და შემდეგ რულეტივით გადაახვიეთ.
  4. ფუნთუშები დააწყვეთ პერგამენტის ქარალდზე, გადააფარეთ ცელოფანი და დაახლოებით 1 საათი გააჩერეთ თბილ ადგილას. როცა ფუნთუშები გაფუვდება, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და 20 წუთი აცხვეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე.
  5. მზა ფუნთუშები ამოიღეთ საცობი ფორმიდან, გააციეთ და გემრიელად მიირთვით.

საოცარი, ღრუბელივით ნაზი რძიანი ფუნთუშების გემო არასდროს დაგავიწყდებათ და ბევრად უფრო მეტ არომატს შეჰმატებთ თუ მოსამზადებლად თეთრი შაქრის ნაცვლად ყავისფერს გამოიყენებთ.

მოამზადეთ უგემრიელესი ფუნთუშები და კიდევ ერთი ულმაზესი დღე გემრიელად გაატარეთ უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად.