უგემრიელესი სალათი ალიონკა საბჭოთა ეპოქიდან, რომელსაც ზამთრისთვის ყოველთვის ვიმარაგებ

,,ალიონკა“ – უგემრიელესი სალათი საბჭოთა ეპოქიდან. შემოგთავაზებთ ჭარხლის ბაზაზე მომზადებული უგემრიელესი და საკმაოდ პოპულარული სალათის რეცეპტს. სალათი ძალიან უხდება შემწვარ და მოხარშულ კარტოფილს, შავ პურს და სხვა კერძებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 4 კგ ჭარხალი
  • 500 გრ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 500 გრ ხახვი
  • 500 გრ სტაფილო
  • 1,5 კგ პომიდორი
  • 500 მლ ზეთი
  • 200 გრ ნიორი
  • 200 მლ 9%-იანი ძმარი
  • 50 გრ მარილი
  • 180 გრ შაქარი
  • 1-2 ცალი მწარე წიწაკა (წითელი)

მომზადების წესი:

  1. ჭარხალი გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ასევე გახეხეთ სტაფილოც.
    პომიდორს დაასხით ცხელი წყალი, გაფცქვენით და დააბლენდერეთ ან გაატარეთ.
  2. ბულგარული წიწაკა თესლისგან გაასუფთავეთ და დაჭერით (ძალიან თხელ ნაჭრებად არ დაჭრათ). წვრილად დაჭრით ხახვი და თესლისგან გასუფთავებული მწარე წიწაკა. ნიორი დაჭყლიტეთ. ყველა ინგრედიენტი გაქვთ მზად.
  3. სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ თუჯის ქვაბი. ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ. შემდეგ დაამატეთ სტაფილო, ბულგარული წიწაკა და აურიეთ.
  4. პერიოდულად ურევთ და ბოსტნეულს 5-7 წუთის განმავლობაში თუშავთ. შემდეგ დაამატეთ ჭარხალი, პომიდორი, მწარე წიწაკა, დააყარეთ შაქარი, მარილი, დაასხით ძმრის ნახევარი, კარგად აურიეთ, დაახურეთ თავსახური და აადუღეთ.
  5. ადუღეთ 40-45 წუთი. შემეგ დამატეთ ნიორი, დარჩენილი ძმარი, კარგად აურიეთ და ადუღეთ კიდევ 10 წუთი.

სალათი ცხელ-ცხელი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ და გაგრილებამდე შეფუთეთ. გემრიელად მიირთვით!