მენსტრუაციის პერიოდში გაჩენილი კრუნჩხვები ყველა ქალისთვის ნაცნობი პრობლემაა. ყოველთვიურად მილიონობით ქალი განიცდის ამ საშინელ ტკივილს და მისგან თავის დასაცავი საშუალების მიღებაზე ოცნებობს. ქვემოთ წარმოდგენილი ეფექტური მეთოდები სწორედ ამ უსიამოვნო პრობლემისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ:
1. სითბო
40 გრადუსიანი ტემპერატურა კრუნჩხვების განეიტრალებაში გეხმარებათ. სითბო ტკივილგამაყუჩებლის მსგავსად ასევე ტკივილის კონკრეტულ რეცეპტორებს ბლოკავს. სწორედ ამიტომაა სასარგებლო მუცელზე თბილი საფენების დადება და ამით ტკივილის განეიტრალება.
2. თბილი აბაზანა
სითბო ტკივილს აყუჩებს, თუმცა აბაზანა ასევე იდეალური საშუალებაა ფიზიკურად და მენტალურად განტვირთვისთვის. ეს კრუნჩხვებს უფრო ადვილად გაანეიტრალებს. გვირილის აბაზანა გაღიზიანებას შეამცირებს, ვარდის აბაზანა მენსტრუალურ ციკლს დაარეგულირებს, ლავენდერის აბაზანა ტკივილს გააყუჩებს და დარიჩინის არომატიანი აბაზანით ანთებას შეამსუბუქებთ.
3. მუცლის მასაჟი ეთერზეთებით
მუცლის მასაჟები მენსტრუალურ ტკივილებს აყუჩებს.
დაიდეთ ხელისგული მუცლის ცენტრში და დაიწყეთ კანზე წრეების დახაზვა, ოდნავ დაწოლით. გაიმეორეთ ეს ოცდაათჯერ.
დაიზილეთ მუცლის ქვედა ნაწილი ორივე ხელით ოცდაათჯერ.
ამ პროცესების გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ მასაჟისას სხვადასხვანაირი ეთერზეთები.
4. დალიეთ მცენარეული ჩაი
გვირილის ჩაი გლიცინს შეიცავს, რაც ამსუბუქებს კუნთების სპაზმებს და ამშვიდებს საშვილოსნოს. ჩაის ეფექტი კუმულატიურია და 2 კვირა შეიძლება გაგრძელდეს.
5. სექსი
კვლევების მიხედვით სექსი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქრობს თავის ტკივილებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ორგაზმი იწვევს სეროტონინის, ენდორფინის, დოპამინის და მსგავსი ელემენტების გამოყოფას, რაც ტკივილს აყუჩებს. სასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გაზრდა და ვაგინალური სტიმულაცია აკეთებს იგივეს, ქსოვილების დატენიანებითა და კუნთების მოდუნებით.
6. კარგად გამოძინება
დაიძინეთ ჩვილის პოზიციაში, რადგან ეს მოადუნებს მუცლის ირგვლივ არსებულ კუნთებს და შეამსუბუქებს ტკივილებს.
7. მიიღეთ სითხე
ბევრი წყლის დალევა თქვენს სხეულში სითხის დაგუბებას უშლის ხელს. ეს თქვენ სხეულს შეშუპებისგან დაიცავს. უკეთესი ეფექტისთვის თბილი ან ცხელი წყლის დალევით თქვენ კუნთების მოდუნებას და ტკივილის გაყუჩებას შეძლებთ. წყლის მაგივრად შეგიძლიათ მიირთვათ წყლიანი ბოსტნეულის სახეობები.
8. ჭამეთ სუნელები და მწვანილები
კამის თესლები 1 საათში აქრობენ ტკივილს, თუმცა მათ სისხლდენის გამძაფრება შეუძლიათ, რის გამოც ისინი საღამოს არ უნდა ჭამოთ. ჯანჯაფილი პირიქით ამცირებს სისხლდენას და ასევე ფიზიკურ სიმპტომებსაც უფრო ნაკლებად შესამჩნევს ხდის. დარიჩინი ამსუბუქებს სისხლდენას, აყუჩებს ტკივილს და სევე გულისრევის შეგრძნებასაც აქრობს.
9. არ დაგავიწყდეთ ვიტამინები და მინერალები
მენსტრუაციული კრუნჩხვების შესამცირებლად ვიტამინების და მინერალების მიღება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. დღეში 1000 მგ. კალციუმის მიღება კრუნჩხვებს შეამსუბუქებს. Omega-3 ცხიმოვანი მჟავები და D ვიტამინი ანთებით პროცესებს შეამცირებს.
10. ვარჯიში
ბევრ ქალს ჰგონია, რომ ციკლის დროს ვარჯიში საზიანოა. თუმცა, ვარჯიში ზრდის ენდორფინის დონეს სხეულში, რაც აყუჩებს ტკივილს და აუმჯობესებს ხასიათს. ასეთ დროს იოგა, ველოსიპედი და სკეიტბორდი იდეალურად დაგეხმარებათ.
11. უარი თქვით საზიანო საჭმელებზე
ასეთ დროს უნდა მოერიდოთ კოფეინის მიღებას, რადგან იგი სიმპტომებს და კრუნჩხვებს აუარესებს. ასევე მოერიდეთ სხეულში წყლის დაგუბების გამომწვევი ისეთი პროდუქტების მიღებას, როგორიცაა ცხიმიანი და მარილიანი საჭმელები, ალკოჰოლი, შოკოლადი და გაზიანი სასმელები.
12. აკუპუნქტურის მასაჟი
ეს მეთოდი ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო პროცესი გახლავთ. იგი უკვე მრავალი საუკუნეა რაც გამოიყენება ტკივილის გასაყუჩებლად და უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ ეფექტურად მისი შესაბამისი ტექნიკების გამოყენებით მენსტრუაციის მიერ გამოწვეული კრუნჩხვების პრობლემის მოგვარება.
13. მიიღეთ აბები
ორსულობის საწინააღმდეგო აბები ასეთ დროს ძალიან გამოგადგებათ. ისინი შეამსუბუქებენ კრუნჩხვებს და გააყუჩებენ ტკივილს. თუკი მათ რეგულარულად არ მიიღებთ, მაშინ ეს მეთოდი არ იმუშავებს. ასევე დაგეხმარებათ ასპირინიც, რომელიც ტკივილს გაგიყუჩებთ ორგანიზმში იმ ნივთიერებების წარმოქმნის პროცესის დაბლოკვით, რომელიც ტკივილის მიმართ უფრო სენსიტიურს გხდით. თუმცა, ყოველთვის სჯობს თავიდან აირიდოთ მედიკამენტების მიღება მაშინ, როდესაც სხვა მეთოდებით შეგიძლიათ პრობლემის მოგვარება.