მეტაბოლიზმის შენელებასა და არასასურველი კილოგრამების მომატებას ხელს უწყობს პასიური ცხოვრება და არასწორი კვება.
პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ ცხოვრების წესი, კვება და აასწრაფოთ მეტაბოლიზმი. კარგი იქნება, თუ კონსულტაციისთვის მიმართავთ ექიმს და იზრუნებთ ამ პრობლემის მოგვარებაზე, რადგან ნორმალური წონა – ლამაზი ფიგურა, ჯანმრთელობა და კარგი განწყობაა.
ჰორმონალური ცვლილებები, ვარჯიშის ნაკლებობა, არასწორი კვება და მავნე სკვები პროდუქტები – იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რომლებიც იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას.
შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ საშუალებას, რომელთა წყალობითაც აისწრაფებთ მეტაბოლიზმს და გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან.
ყველაზე მარტივი საშუალებაა ბალანსის მოძებნა დიეტასა და ვარჯიშს შორის. მიაქციეთ ყურადღება საუზმეს და თუ შესაძლებლობა გაქვთ, დაიწყეთ დღე ლიმონიანი თბილი წყლით, მიირთვით არტიშოკი, ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტები: ნიგოზი, ავოკადო და სხვა.
დაიმახსოვრეთ, საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს შემდეგი პროდუქტები: ჯანჯაფილიანი სასმელები, მწვანე ჩაი, ოსპი, უცხიმო ხორცი, ბოლოკი, ყავისფერი ბრინჯი, ხილი: ვაშლი, ფორთოხალი, კივი, გრეიფრუტი.
აუცილებლად ივარჯიშეთ. საუკეთესო საშუალებაა ცურვა, ცეკვა და ველოსიპედით სეირნობა. შეამცირეთ ნახშირწყლების მიღება, შეეცადეთ უარი თქვათ კარტოფილზე, ბრინჯზე, პურზე, ფქვილის ნაწარმზე, გაზიან სასმელებზე, ტკბილეულზე.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.