ყველამ ვიცით როგორი რთული შეიძლება იყოს მუცლიდან ზედმეტი ცხიმების მოშორება. მათთვისაც კი, ვინც აქტიური ცხოვრების წესს ინარჩუნებს, ზედმეტი წონის დაკლება მუცლის არეში შეიძლება ძალიან რთული გამოწვევა გამოდგეს.
უძველესი ჩინური მასაჟი
მხოლოდ ამ ტექნიკის გამოყენება შედეგს არ მოგცემთ იმ შემთხვევაში, თუკი პარალელურად არაჯანსაღი საკვების მიღებას გააგრძელებთ და შაქრიან სასმელებს მიირთმევთ ყოველდღიურად. თუმცა, რეგულარული ვარჯიშის მოყვარული და ჯანსაღი დიეტის დამცველი ადამიანებისთვის ეს საუკეთესო ხრიკია მუცლის ზომის შესამცირებლად.
ამ ტექნიკის გამოყენება არ შეიძლება თუ:
ახალი ნაჭამი გაქვთ მძიმე კერძი
თუ გაწუხებთ ნაღვლის ბუშტის ან თირკმელების კენჭები
თუ გაწუხებთ ჰიპერტენზია
თუ ორსულად ხართ
თუ თიაქარი გაქვთ
თუ ნაწლავების ან მუცლის წყლულები გაწუხებთ
თუ საშვილოსნოს ან საკვერცხეების ანთება გაქვთ
ინსტრუქცია
რეკომენდირებულია ამ ტექნიკის გამოყენება დღეში ორჯერ: საუზმემდე და დასაძინებლად დაწოლის წინ.
დაწექით ზურგით ბრტყელ, მყარ ზედაპირზე
გაუხახუნეთ ხელები ერთმანეთს ხელისგულების გათბობამდე
დაიდეთ ერთი ხელი ბრტყლად მუცელზე
დაიწყეთ მისი საშუალებით ნელი მასაჟის გაკეთება, დააწექით ოდნავ და წაუსვით ხელი წრიულად საათის მოძრაობის მიმართულებით ჭიპის ირგვლივ. თანდათანობით გაზარდეთ წრის ზომა ყოველ 1-2 წამში.
კონცენტრირდით მუცლის არეში წარმოქმნილ სითბოზე.
განაგრძეთ მასაჟი 2 წუთის განმავლობაში, დაახლოებით 40-50 წრის შემოსავლებად. ამ ვარჯიშის დროს მუცლის სითბოს შენარჩუნება მნიშვნელოვანა.
ცხიმის დაწვასთან ერთად ეს მასაჟი ასევე საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამ არეში სისხლის მიმოქცევას აჩქარებს.
საუკეთესო ასპექტი ამ ვარჯიშისას ისაა, რომ მის შესასრულებლად ლოგინიდან ადგომაც კი არაა საჭირო.
იოგის პოზა
მშვილდის პოზა იდეალურია თქვენი ხერხემლის და მუცლის კუნთების გასაძლიერებლად. იგი გთავაზობთ მთელი სხეულის გაჭიმვის საშუალებას, რაც ენერგიას გმატებთ და ამარტივებს საჭმლის მონელებას.
ინსტრუქცია:
დაწექით სახით დაბლა და გაშალეთ ფეხები ბოლომდე, დაიწყეთ ხელები გვერდებზე
აწიეთ მუხლები მაღლა და მოეჭიდეთ ხელებით თქვენს კოჭებს ან ფეხებს
გაჩერდით ასეთ პოზიციაში 30 წამი და ისუნთქეთ ნორმალურად
ამოისუნთქეთ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას, დაასვენეთ სხეული 15 წამით
გაიმეორეთ იგივე პროცესი ხუთჯერ, შესვენებებთან ერთად