ნატურალური სასმელის დახმარებით მაღალ წნევას გამოვემშვიდომე, იმუნიტეტი გავიძლიერე და მეხსიერება აღვიდგინე

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომლის მიღების შემდეგ ორგანიზმი თითქოს შვებას იგრძნობს, გაიძლიერებთ იმუნიტეტს და გაიმჯობესებთ ტვინის ფუნქციონირებას. უნიკალური შემადგენლობის წყალობით, სასმელი ძალიან სასარგებლოა.

სპირულინა მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარეა, რომელიც მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით, B ჯგუფის ვიტამინებით. იგი რკინის ბუნებრივი წყაროა. 3 გრ სპირულინას წყალობით თქვენ მიიღებთ საჭირო საკვები ნივთიერებების 38%-ს.

ფუტკრის მტვერი შეიცავს კაროტინოიდებს, B, C, D, E, P, PP, K, A-ვიტამინებს, მინერალებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, იოდს, რკინას, ფოსფორს, თუთიას და სხვა. ამ ნივთიერებას აქვს გამაძლიერებელი ეფექტი, ორგანიზმს ანიჭებს ენერგიულობას და აუმჯობესებს ტვინის აქტივობას.

ბანანი მდიდარია კალიუმით. ეს მინერალი აუცილებელია სისხლის წნევის დასარეგულირებლად და გულის ჯანმრთელობისთვის.

შტოში ძალიან სასარგებლო კენკრაა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

უძლიერესი სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი
  • 3 ს. კ. შტოში
  • 2 ჩ. კ. სპირულინას ფხვნილი
  • მწიკვი ვანილი
  • 1 ჩ. ჭ. გაწმენდილი წყალი
  • 1 ჩ. ჭ. ნებისმიერი მცენარეული რძე
  • ½ ჩ. კ. ფუტკრის ყვავილის მტვერი

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, ზემოდან მოაფრქვიეთ ფუტკრის ყვავილის მტვერი.
  2. სასმელი მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 კვირა. შემდეგ 4 კვირა დაისვენეთ და სამკურნალო პროცედურები გაიმეორეთ 2-ჯერ.

რეკომენდებულია პროცედურები ჩაიტაროთ გვიან შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!