ინგლისური ბისკვიტი, გამორჩეული ჰაეროვნებითა და სიმსუბუქით, ყველას აღფრთოვანებას გამოიწვევს.
ამ საოცრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ კვერცხის ცილა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბისკვიტი გამოდის თეთრი და ჰაეროვანი.
მოამზადეთ ჰაეროვანი ინგლისური ბისკვიტი და თქვენი ნახელავით ყველა აღაფრთოვანეთ.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 150 გრ ცილა (დაახლოებით, 5-6 ცალი კვერცხის ცილა)
- 80 გრ შაქარი (1 ჩ. კ. შაქარი 10 გრ-ს იწონის და შესაბამისად განსაზღვრეთ პროპორციები)
- 50 გრ შაქრის ფხვნილი
- 60 გრ ფქვილი
- ვანილი
მომზადების წესი:
- დაგჭირდებათ ორი თასი. ერთ თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი და შაქრის ფხვნილი. მეორეში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ვანილი, ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი. მიიღებთ მკვრივ და მბზინავ მასას.
- შემდეგ დაამატეთ ფქვილისა და შაქრის ფხვნილის ნარევი და ფრთხილად აურიეთ ხის კოვზით ან სილიკონის ნიჩაბით.
- საცხობ ფომაში გადაიტანეთ ჰაეროვანი მასა და გაათანაბრეთ. შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.
- ბისკვიტი შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ ჩაისთან ერთად ან გამოიყენოთ სხვადასხვა კრემები და მოამზდოთ, ვთქვათ, თქვენთვის საყვარელი ხილის ან ყავის ტორტი.
ჩემო ძვირფასებო, კვერცხის გულებით მოამზადეთ საოცარი კრემი, რომლის მომზადების წესს აქვე შემოგთავაზებთ.
8 კვერცხის გული და 1 ჩ. ჭ. შაქრი კარგად ათქვიფეთ (მიქსერით), დაამატეთ 1 ქილა შესქელებული რძე და ნახევარი ქილა წყალი (შესქელებული რძის ქილას ვგულისხმობ). მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. ადუღეთ 3-5 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
400 გრ კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე და ნელ-ნელა დაამატეთ მომზადებული მასა. შემდეგ დაამატეთ 2 ს. კ. ხსნადი ყავა, 2 ს. კ. კონიაკი (ყავა კონიაკში გახსენით) და ვანილი. კრემი გამოდის სასწაული. გემრიელად მიირთვით!