მოამზადეთ და მიირთვით როზმარინის ჩაი, რათა მეტაბოლიზმის დაჩქარების ხარჯზე დაიკლოთ წონა

1880

როზმარინი არომატული მცენარეა. გარდა იმისა, რომ იგი კერძებს საოცარ არომატს ჰმატებს, მას სამკურნალო თვალსაზრისითაც იყენებენ.

როზმარინის ნაყენი აუმჯობესებს მეტაბოლიზმის პროცესს, ამცირებს შფოთვას, გაღიზიანებას, მადას.

როზმარინის ჩაი გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი წონა, თმის ცვენა-პრობლემები, რომელთა საწინააღმდეგოდ ეფექტურად გამოიყენება როზმარინის ჩაი.

როზმარინს აქვს დამამშვიდებელი თვისებები, რაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში დაგროვილი აირების აღმოფხვრას. როზმარინის ჩაი ძალიან სასარგებლოა მეტეორიზმისა და მუცლის შებერილობის სამკურნალოდ. სასურველია ყოველი ჭამის შემდეგ მიიღოთ 100 მლ როზმარინის ჩაი.

როზმარინის კიდევ ერთი სარგებელი არის მენსტრუაციით გამოწვეული დისკომფოტის მკურნალობა. ნაყენი ხსნის გაღიზიანებას, თავის ტკივილებსა და შეშუპებას.

სტატიაში შემოგთავაზებთ როზმარინის ბაზაზე მომზადებული გასახდომი ჩაის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:  

  • როზმარინი 1 ჩ. კ.
  • მწვანე ჩაი 1 ჩ. კ.
  • ადუღებული წყალი 500 მლ

მომზადების წესები:

  1. აადუღეთ წყალი.
  2. დაამატეთ როზმარინი და მწვანე ჩაი.
  3. დააყოვნეთ 10 წუთით.
  4. გადაწურეთ და მიირთვით.
  5. რეკომენდებულია მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ 100-150 მილიგრამის ოდენობით ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.

როზმარინის ჩაი დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდასა და სწრაფად გახდომაში.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.