ჩვენი სხეული დროთა განმავლობაში იცვლება. წლებთან ერთად იმატებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ბევრი ადამიანი ამ ფაქტს ჩვეულებრივ მოვლენად თვლის და ზომებს არ იღებს. მაგრამ ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ამ ტკივილების აღმოფხვრა შესაძლებელია და აუცილებელი. დროთა განმავლობაში ართრიტი ვრცელდება, ვითარდება და მისგან თავის დაღწევა ძალიან რთული იქნება.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი საშუალების რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ ტკივილებისგან და ანთებისგან.
ტკივილგამაყუჩებელი მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ¼ ჩ. ჭ. ქოქოსის ზეთი
- ¼ ჩ. ჭ. კაკაოს ზეთი
- ¼ ჩ. ჭ. ფუტკრის დაჭრილი ცვილი
- 2 ჩ. კ. კაიენის წიწაკა
- 1 ჩ. კ. კურკუმა
- 1 ჩ. კ. ჯანჯაფილის ფხვნილი
- 10 წვეთი პიტნის ეთერზეთი
მომზადების წესი:
- ქოქოსისა და კაკაოს ზეთები ფუტკრის დაჭრილ ცვილთან ერთად გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. როდესაც მასა გახდება ერთგვაროვანი, დაამატეთ კაიენის წიწაკა, კურკუმა, ჯანჯაფილი და აურიეთ. მ
- ომზადებული მასა გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ პიტნის ეთერზეთი, კარგად აურიეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში, გააგრილეთ და დაახურეთ ხუფი. მალამო შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 6-8 კვირა.
მალამო შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებზე. პროცედურის ბოლოს ხელები კარგად დაიბანეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!