შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მომზადებული ღვიძლი ისეთი გემრიელი გამოდის, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- 500-600 გრ ღორის ღვიძლი
- 1-2 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1 კვერცხი
- 1 ჩ. კ. შაქარი
- 1 ჩ. კ. მარილი
- 0,5 ჩ. კ. სოდა
- ზეთი შესაწვავად
- მჭადის ფქვილი საფენელისთვის
მომზადების წესი:
- ღვიძლი კარგად გააშრეთ და დაჭერით დიდ ნაჭრებად. მარინადის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი, სოდა, დაჭყლეტილი ნიორი. მზა მასა დაასხით ღვიძლს და რამდენიმე საათით ან მთელი ღამით შედეთ მაცივარში.
- ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და შეწვით ცოტა ზეთში. მზა ხახვი გადმოიტანეთ თეფშზე. დამარინადებული ღვიძლის თითოეული ნაჭერი ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და 3-3 წუთით შეწვით ორივე მხრიდან. შემდეგ მოაყარეთ მომზადებული ხახვი, ტაფას დაახურეთ და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე.
მოამზადეთ უგემრიელესი კერძი და ისიამოვნეთ!