თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლის წინაშე შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დადგეს.
საბედნიეროდ, არსებობს ხელნაკეთი, მარტივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალებები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ თმის ცვენის შეჩერებას, ძირების გამაგრებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, თმის მიძინებული ძირების გაცოცხლებას და ზრდას.
ალბათ გსმენიათ, რომ ლუდი ხელს უწყობს თმის ზრდას. სწორ ინგრედიენტებთან შერწყმით კი შეძლებთ გაცილებით მეტი სარგებელის მიღებას.
შემოგთვაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გააჯერებული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას, აძლიერებს მას, უნარჩუნებს სიჯანსაღესა და სილამაზეს!
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ს. კ. ქოქოსის ზეთი
- 1 კვერცხის გული
- 1 ცალი მწიფე ბანანი
- ½ ჩ. ჭ. ლუდი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ბანანი დჭყლიტეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ.
- ნიღაბი დაიტანეთ თავის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ როგორც თმის ძირებზე, ისე მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 40 წუთი, შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
პროცედურები გაიმეორეთ კვირაში ერთხელ და 1 თვის შემდეგ შედეგით ისიამოვნეთ. გამოიყენეთ შემოთავაზებული ნიღაბი და თმის ერთ ღერსაც აღარ დაკარგავთ.