ასე გავისქელე თმა მცულობაში და შევიჩერე მისი ცვენა

ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული ნიღაბი, რომელიც გაგიომრაგებთ თმის მოცულობას და დაუბრუნებს მას ბზინვარებას

ასაკის მატებასთან ერთად ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდეგებით. ამ პრობლემათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თმის საგრძნობლად  შეთხელება. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა და მის მოსაგვარებლად უამრავ სხვადასხვა საშუალებას იყენებენ.

შემოგთავაზებთ უმარტივეს და საოცრად ეფექტურ საშუალებას.

საჭირო იგრედიენტები:

  • დაფნის ფოთოლი 4-5 ცალი
  • ჭვავის პური
  • წყალი-250 მლ

მომზადდებისა და გამოყენების წესი:

  1. დაფნის ფოთოლი უძლიერესი კოსმეტიკური საშუალებაა. იგი შეიცავს მიკროელემენტებს, ეთერზეთებს. დაფნის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 1 საათი.
  2. პურის ნატეხებს დაასხით დაფნის ფოთლების ნაყენი, შეიზილეთ თავის კანზე, გაიჩერეთ დაახლოებით 30 წუთამდე, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით ჩამოიბანეთ. ჭვავის პური უნდა აიღოთ იმ რაოდენობით, რომ ნახარშის დასხმის შემდეგ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის ფაფისებრი მასა.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში რამდენჯერმე. შედეგი გექნებათ ორი თვის შემდეგ. შეამჩნევთ, რომ თმის მოცულობა გაიზარდა. თმა გახდა სქელი და ბზინვარე.

ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ ეს უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ნიღაბი და დაუბრუნეთ თქვენს თმას სილამაზე.