მდნარ ყველს ხაჭოს ბაზაზე საკუთარი ხელით ვამზადებ. მარტივი და ძალიან გემრიელია

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ყველის რეცეპტს, რომელიც ხაჭოს ბაზაზე არის მომზადებული. ყველი მოსამზადებლად უმარტივესია, ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. სულ რაღაც 15 წუთში გემრიელი ყველი მზად გექნებათ.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 400 გრ ნატურალური ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 80 გრ კარაქი
  • ½ ჩ. კ. სოდა
  • ½ ჩ. კ. შაქარი
  • ½ ჩ. კ. მარილი

მომზადების წესი:

  1. თქვენთვის სასურველ ემალის თასში  მოათავსეთ ხაჭო დაამატეთ კვერცხი, შეაზავეთ მარილით, შაქრითა და სოდით.
  2. მიღებულ მასას დაამატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. მომზადებულ ორთქლის აბაზანაზე დადგით თასი, ხაჭოს მასით. 5-10 წუთის შემდეგ ხაჭო დაიწყებს დნობას და მთლიანად გადაიქცევა ერთგვაროვან ბლანტ გლუვ მასად.

მზა მასა გადაიტანეთ სასურველ კონტეინერში. დაელოდეთ გაგრილებას და უგემრიელესი ყველით ისიამოვნეთ.