არგანის ზეთი ნაადრევი სიბერის უებარი პროფილაქტიკური საშუალებაა. გთავაზობთ გამოყენების მარტივ ინსტრუქციას

297

შემოგთავაზებთ ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ თვალების ირგვლივ არსებული წვრილი ნაოჭების გასწორებას და ღრმა ნაოჭების შემცირებას.

მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთ საუკეთესო და  ეფექტურ საშუალებად ითვლება არგანის ზეთისა და E ვიტამინის კომბინაცია.

არგანის ზეთი აქტიურად გამოიყენება კანის ისეთ პრობლემათა აღმოსაფხვრელად, როგორიცაა აკნე, ეგზემა, ფსორიაზი.

არგანის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზეითუნის ზეთით, მაგრამ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გირჩევთ, გამოიყენოთ არგანის ზეთი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • არგანის ან ზეითუნის ზეთი 50 მლ
  • E ვიტამინი 2 კაფსულა
  • ბამბის ფირფიტები

მომზადების წესი:

  1. არგანის ზეთს დაამატეთ E ვიტამინი (კაფსულა ოდნავ ჩაჭერით და გამოწურეთ შიგთავსი) და კარგად აურიეთ.
  2. თვალების ირგვლივ კანი გაიწმინდეთ. დაწექით, თვალები დახუჭეთ და დაიდეთ მომზადებული ნაზავით გაჯერებული ბამბის ფირფიტები. სამოქმედოდ გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ თითების ბალიშებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ნარჩენები შეიშრეთ ხელსახოცით.

პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ.