შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ საშუალებას, რომლის წყალობითაც შეძლებთ იღლიების კანზე და სხეულის სხვა მიდამოებში არსებული მუქი ლაქების გაღიავებას.
1. ქოქოსის ზეთი
E ვიტამინით გაჯერებულ ქოქოსის ზეთს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და შეუძლია ბუნებრივი გზით კანის გაღიავება.
დაზიანებულ ადგილებზე მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ ქოქოსის ზეთი. პროცედურები ჩაიტარეთ აბაზანის მიღების წინ. ქოქოსის ზეთის რეგულარულად გამოყენების შედეგად საგრძნობლად შეგიმცირდებათ მუქი ლაქები. ქოქოსის ზეთი მოქმედებს როგორც ბუნებრივი დეოდორანტი.
2. საკვები სოდა
სოდა კანის მოვლის ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია მუქი ლაქების გაღიავება. მოამზადეთ სოდისა და წყლის ნარევი. ინგრედიენტები აიღეთ იმ პროპორციებით, რომ მოამზადოთ პასტისებური მასა. მზა მასა დაიტანეთ მკლავების ქვეშ არსებულ ლაქებზე და ფრთხილად შეიზილეთ. პროცედურის ბოლოს თბილი წყლით დაიბანეთ.
აგრეთვე სოდისა და წყლის ნარევი ბუნებრივი სკრაბია, რომელიც მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს.
3. კარტოფილი
კარტოფილს, ბუნებრივი მჟავიანობის წყალობით, შეუძლია კანის გათეთრება. გახეხილი კარტოფილი თხელ ფენად შეიზილეთ იღლიებზე არსებულ მუქ ლაქებზე, დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
4. კიტრი
კიტრი ბუნებრივი მათეთრებელია, რომელსაც კარტოფილის მსგავსი ეფექტი აქვს. გახეხილი კიტრი შეიზილეთ დაზიანებულ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 40-50 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
5. ლიმონი და იოგურტი
ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ლიმონი საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა. ლიმონს აქვს კანის მათეთრებელი ეფექტი.
პირველ რიგში, მოამზადეთ ლიმონის წვენისა და რამდენიმე ჩაის კოვზი იოგურტის ნარევი. მიღებული მასა შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გამოიყენეთ ბუნებრივი სიმდიდრეები და მოიგვარეთ ეს ფრიად უსიამოვნო პრობლემა.