პომიდორი უნივერსალური პროდუქტია. შეგიძლიათ ამ წვნიანი და არომატული ინგრედიენტის ბაზაზე მრავალი კერძი მოამზადოთ.
ამჯერად, შემოგთავაზებთ იტალიურად მარინირებული პომიდვრის რეცეპტს. მარინადის მომზადებას არ სჭირდება 3 დღე. მისი დაგემოვნება შეგეძლებათ ნახევარ საათში.
უმარტივესი კერძის მოსმზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 3 ცალი პომიდორი
- 1 კბილი დაჭრილი ნიორი
- ცოტა დაჭრილი ნიახური
- 2 მწიკვი მარილი
- 2 მწიკვი შაქარი
- ნახევარი ჩ. კ. დიჟონ მდოგვი
- 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი
- ნახევარი ს. კ. ძმარი
- შავი პიმპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პომიდორი დაჭერით რგოლებად და მოათავსეთ ქვაბში.
- მოცემული ინგრედიენტები ცალკე თასში აურიეთ და დაასხით დაჭრილ პომიდორს.
- ქვაბს დაახურეთ თავზე და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
იტალიური რეცეპტის მიხედვით მარინირებული პომიდორი მზად არის, შეგიძლიათ სუფრასთან მიტანის წინ მოაყაროთ მწვანილი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!