თმა ქალის სილამაზის მთავარი სამკაულია. მას მუდმივად სჭირდება მოვლა, კვება და დატენიანება. შემოპარული ჭაღარის შესაღებად ან თმის გასაღიავებლად ვიყენებთ კომერციულ საშუალებებს, რომლებიც, სამწუხაროდ, თმას აზიანებს, აშრობს და წვავს.
თუ გსურთ, თმის გაღიავება რადენიმე ტონით ისე, რომ იგი არ დააზიანოთ, გამოიყენთ მოცემული რეცეპტი, რომელიც ერთმა ახლობელმა სტილისტმა მასწავლა. რეცეპტი უძველესია და მას, ჯერ კიდევ, ჩვენი ბებიები იყენებდნენ.
ნატურალური საღებავი დარიჩინის ბაზაზეა მომზადებული. უძლიერესი სამკურნალო თვისებებით გაჯერებულ სანელებელს აქვს გამაღიავებელი ეფექტი და შეუძლია თმის გაღიავება. დარიჩინი ანიჭებს თმას მბზინვარებასა და ჯანსაღ იერს.
შემოთავაზებული რეცეპტის წყალობით შეძლებთ თმის დაუზიანებლად გაიკეთოთ საუკეთესო ომბრე.
ნატურალური საღებავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 3 ს. კ. დარიჩინი
- 2 ს. კ. თაფლი
- 1 ფინჯანი თმის ნიღაბი ან კონდენციონერი
გაითვალისწინეთ, რომ მოცემული საშუალების გამოყენებამდე თმა უნდა დაიბანოთ.
მომზადებისა და გამოყენებისწესები:
- დაგჭირდებათ ხის ან პლასმასის კოვზი და კერამიკის პატარა თასი.
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ თმის ღერებზე და კარგად შეიზილეთ, არ შეეხოთ ძირებს.
- შეღებილ ნაწილზე შემოიხვიეთ ცელოფანი, დაიხურეთ ქუდი და გაიჩერეთ 30 წუთი. შემდეგ მოიხადეთ ქუდი და საღებავი სამოქმედოდ 3-4 საათით კიდევ დაიტოვეთ. სწორედ, დროზე არის დამოკიდებული თმის ტონი.
მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. გამოიყენეთ უარტივესი და საშუალება და შედეგით ისიამოვნეთ!