ჰაეროვანი კრემ-დესერტი 5 წუთში, რომლის გემოც წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, დახვეწილი, ჰაეროვანი კრემის რეცეპტს, რომელიც ბავარიული კრემის სახელით არის ცნობილი. ამ საოცრების გემოს ვერ დაივიწყებთ.

ჟელეს მსგავსი მასის კრემი შეგიძლიათ პატარა ფიალებში მოათავსოთ, გააფორმოთ თქვენთვის სასურველი კენკრით ან ტორტებისა და სხვადასხვა დესერეტები მოსამზადებლად გამოიყენოთ.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედინტები:

  • 1,5 ჩ/ჭ რძე
  • შაქარი გემოვნებით
  • 3 ცალი კვერცხის გული
  • 300 მლ არაჟანი
  • 4 ს/კ წყალი
  • ვანილი
  • 1 ს/კ ჟელატინი

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე (დაბალ ცეცხლზე). ნელ-ნელა დაამატეთ რძე და განუწყვეტლივ ურიეთ. გააჩერეთ 7-10 წუთი. ადუღებამდე არ მიიყვანოთ.
  2. ათქვიფეთ უცხიმო არაჟანი ან იოგურტი, დაამატეთ ვანილი. ჟელატინი მოამზადეთ ისე, როგორც შეფუთვაზე არის მითითებული. აფუებული ჟელატინი შეურიეთ კვერცხიან მასას  და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  3. მომზადებულ მასას დაამატეთ ათქვეფილი არაჟანი ან ხაჭო და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. ჰაეროვანი მასა მოათავსეთ თქვენთვის სასურველ ფიალებში და გასაციებლად შეაწყვეთ მაცივარში.

ჰაეროვანი, დახვეწილი, უგემრიელესი დესერტი ერთნაირად აღაფრთოვანებს როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!