შემოგთავაზებთ ორი უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელთა წყალობით ორგანიზმს გააჯერებთ აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და გაიძლიერებთ იმუნიტეტს.
რეცეპტი N1
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქიშმიში ნახევარი ჩ. ჭ.
- ნიგოზი 1 ჩ. ჭ.
- გარგრის ჩირი ნახევარი ჩ. ჭ.
- შავი ქლიავის ჩირი ნახევარი ჩ. ჭ.
- ნუში ნახევარი ჩ. ჭ.
- ლიმონი (კანიანად) 2 ცალი
- თაფლი 150 გრ
მომზადების წესი:
- ქიშმიშს, გარგრისა და შავი ქლიავის ჩირები გარეცხეთ თბილ წყალში, ცოტა ხნით დაყარეთ საწურზე და შემდეგ ხელსახოცით გააშრეთ.
- ლიმონი გარეცხეთ, დაჭერით და თესლისგან გაასუფთავეთ.
- მოცემული ინგრედიენტები გაატარეთ, დაამატეთ თაფლი, კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მინის თავდახურულ კონტეინერში.
- მომზადებული 1-2 დღე გააჩერეთ სიბნელეში.
- მოზარდებისთვის რეკომენდებულია 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ, ხოლო 3 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის თითო-თითო ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ.
- აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
რეცეპტი N2
იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გარგრის ჩირი 200 გრ
- შავი ქლიავის ჩირი 200 გრ
- ლეღვის ჩირი 200 გრ
- ნიგოზი 200 გრ
- ქიშმიში 200 გრ
- თაფლი 200 გრ
- 1 ცალი ლიმონი
- კონიაკი 50 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები გაატარეთ, დაამატეთ თაფლი, კონიაკი და აურიეთ.
მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, 1-2 დღე გააჩერეთ სიბნელეში. თითო-თითო სუფრის კოვზი მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!