არტერიების ფუნქცია შეუცვლელია. მათი მთავარი ამოცანა ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გადატანაა, რაც აუცილებელია ჩვენი სხეულის ყველა ორგანოსა და ქსოვილის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
დროთა განმავლობაში, პასიური ცხოვრების წესისა და არასწორი კვების გამო, ხდება არტერიების დაბლოკვა, რაც არტერიული წნევის მომატების მიზეზი ხდება. თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, აუცილებელია სისხლძარღვების გაწმენდა. ჯანმრთელი არტერია არ შეიცავს ცხიმებს, ბაქტერიებსა და ტოქსინებს.
მაღალი წნევა პირველი სიგნალია, რომ თქვენი არტერიები გასაწმენდია. სისხლძარღვების გასაწმენდად და მოქმედების აღსადგენად შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული გამწმენდი საშუალების რეცეპტს.
დეტოქს სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 4 კბილი ნიორი
- 2 ლ წყალი
- ჯანჯაფილი 2 პატარა ნაჭერი
- 4 ცალი ლიმონი (საშუალო ზომის)
მომზადების წესი:
- ლიმონი და ჯანჯაფილი დაჭერით და ნიორთან ერთად დააბლენდერეთ. მომზადებულ ნარევს დაამატეთ წყალი, აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 2-3 წუთი. სასმელი გააგრილეთ და მიიღეთ 100 მლ ჭამამდე 2 საათით ადრე დღეში 2-3-ჯერ.
- სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 3 კვირა. თუ გაწუხებთ კუჭის მომატებული მჟავიანობა ან წყლულოვანი დაავადებები, შეიკავეთ თავი ამ საშუალების მიღებისგან. ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენებამდე გაირეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება, გაიწმინდეთ არტერიები და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები.