როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ცომი სწრაფად კეფირის ბაზაზე. საჭირო დროს ყოველთვის ხელთ მაქვს

1066

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მარტივად შეძლებთ ფენოვანი ცომის მომზადებას. ამ ცომით მომზადებული ნამცხვრები და სხვა ცომეული გამოდის რბილი, ფენოვანი, ხრაშუნა ქერქით.

ფენოვანი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 320 გრ ფქვილი
  • 200 მლ კეფირი
  • 1 ჩაის კოვზამდე საფუარი (შეგიძლიათ საფუარი არ გამოიყენოთ)
  • 200 გრ კარაქი
  • 1 ცალი კვერცხი
  • მარილი (დესერტებისთვის მწიკვი და სხვა ნამზადისთვის 1 ჩ. კ.)

მომზადების წესი:

  1. ცივ კეფირს დაამატეთ საფუარი და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.
  2. თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი. კარაქი გამოიღეთ მაცივრიდან და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. შიგადაშიგ სახეხს მოაყარეთ ფქვილი. შემდეგ ფქვილი და კარაქი აურიეთ.
  3. კეფირს შეათქვიფეთ კვერცხი, მარილი, დაასხით კარაქიან მასას და მოზილეთ ცომი. ცომს ბევრი ზელა არ სჭირდება. ის ოდნავ წებოვანი გამოდის.
  4. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 4 საათით შედეთ მაცივარში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ფენად. ფენა ჯერ კონვერტისებურად დაკეცეთ, შემდეგ შუაზე გადმოკეცეთ. ეს პროცესი რამდენჯერმე გაიმეორეთ.

მზა ცომი გაახვიეთ საკვების ცელოფანში და შედეთ მაცივარში. შეგიძლიათ საჭირეობის მიხედვით გამოიყენოთ.

შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ცომისგან შეძლებთ უგემრიელესი ნამცხვრების გამოცხობას ან თქვენთვის სასურველი სხვა ცომეულის მომზადებას.