ხაჭოსა და არაჟნის დესერტი, რომლის გემოც და ვიზუალიც აუცილებლად მოგხიბლავთ

შემოგთავაზებთ უგემრიელესი და უმარტივესად მოსამზადებელი დასერტის რეცეპტს. განუმეორებელი გემოსა და ვიზუალის მქონე ნუგბარი პატარების აღფრთოვანებასაც კი იწვევს.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 400 გრ
  • ვაფლი (ლიმონის) 400 გრ
  • არაჟანი 2-3 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ცხიმიანობის ხაჭო. ხაჭო გაატარეთ საცერზე და დაამატეთ არაჟანი. ვაფლი დატეხეთ და დაამატეთ ხაჭოს. თუ ძლიერი ბლენდერი გაქვთ ინგედიენტები ერთად დააბლენდერეთ, შეგიძლიათ ცალ-ცალკე დააბლენდოროთ და შემდეგ აურიოთ.
  2. აიღეთ თქვენთვის სასურველი ფორმის საშუალო ზომის ღრმა თეფში. დააფინეთ მასზე სამზარეულოს ცელოფანი. გადაიტანეთ მომზადებული მასა და ხელით კარგად დატკეპნეთ. შემდეგ გადააფარეთ ცელოფანი და 5-6 საათით შედეთ მაცივარში.

მომზადებული მასა გადაიტანეთ ლანგარზე და მოაყარეთ წვრილ სახეხზე გახეხილი შოკოლადი. მოამზადეთ თეთრი საოცრება, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!