ვაშლის ძმარი გაჯერებულია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთებისა და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. ვაშლის ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ დიაბეტის, გულის დაავადებების, ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად, წონის დასაკლებად.
გაითვალისწინეთ, სამკურნალო არის ორგანული ვაშლის ძმარი.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ხელნაკეთი ვაშლის ძმრის მომზადებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 3 ჩ. კ.
- ვაშლი 3 ცალი
- გაფილტრული წყალი ნახევარი ლ
მომზადების წესი:
- დაგჭირდებათ მინის ლიტრიანი ქილა.
- ორგანული ვაშლის ძმრის მოსამზადებლად გამოიყენეთ უსასუქო ვაშლი.
- ვაშლი გარეცხეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩაყარეთ ქილაში. წყალს დაამატეთ შაქარი, მოურიეთ და დაასხით ვაშლს. ვაშლი უნდა დაიფაროს. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი.
- ქილას დაახურეთ ტილო, დაამაგრეთ რეზინით ან ლენტით და 2-3 კვირით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ, ვაშლი გადაყარეთ და სითხე გადაასხით ისევ ქილაში. ქილას დააფარეთ ტილო და 4-6 კვირა გააჩერეთ სიბნელეში ოთახის ტემპერატურაზე. შიგადაშიგ მორევა არ დაგავიწყდეთ.
- ვაშლის ძმარი 4 კვირაში მზად იქნება. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო მჟავდება.
თქვენი ხელით მომზადებული ორგანული ვაშლის ძმარი თამამად გამოიყენეთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!