ყველაზე წვნიანი და არომატული გარნილი, რომელიც ხორცსა და თევზს კიდევ უფრო გემრიელს გახდის

შემოგთავაზებთ არომატული და წვნიანი კერძის რეცეპტს, რომელიც ხორცის ან თევზის გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ. პომიდვრის კერძი ისეთი გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხახვი 1 თავი
  • პომიდორი 500 გრ
  • მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
  • ნიორი 3 კბილი
  • გამხამარი რეჰანი 1 ჩ. კ.
  • ზეთი 4 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • წითელი მწარე წიწაკა 1 ცალი (საშუალო)
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • მარილი 1,5 ჩ. კ.

მომზადების წესი:

პომიდორი დაჭერით მრგვალად. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. მარინადის მოსამზადებლად მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ერთ თასში. ნიორი და წიწაკა წვრილად დაჭერით, დაამატეთ დანარჩენ პროდუქტებს და აურიეთ.

აიღეთ მინის ჭურჭელი, ფენა-ფენა ჩააწყვეთ პომიდორი, ხახვი და დაასხით მარინადი. დაახურეთ თავზე და 2 დღით შედეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!