წვნიანი ღვეზელები ხორცის შიგთავსით ტაფაზე. კერძი, რომელიც ჩემი შვილებისათვის საკმარისი არასდროსაა

შემოგთავაზებთ წვნიანი, განსხვავებული, ცხელი კერძის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

უგემრიელესი ღვეზელების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • ცხელი წყალი 100 მლ
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ზეთი 1 ს. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ღორის და საქონლის ხორცი (გატარებული) 400 გრ
  • ყაბაყი ან კარტოფილი 150 გრ
  • მწვანე ხახვი ნახვარი კონა
  • ოხრახუში ნახევარი კონა
  • მარილი, შავი პილპილი და წითელი ცხარე წიწაკა (გემოვნებით)

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ზელთ ცომს. ფქვილი გაცერით, დაამატეთ მარილი, ცხელი წყალი, ზეთი და მოზილეთ ცომი (ზელთ 5 წუთის  განმავლობაში). შემდეგ შემოახვიეთ სამზარეულოს ცელოფანი და დააყოვნეთ 20 წუთი.
  2. შიგთავსის მოსამზადებლად ხორცი გაატრეთ (300 გრ საქონლის ხორცი და ღორის-100 გრ), დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, გახეხილი კარტოფილი ან ყაბაყი, მარილი, წითელი და შავი წიწაკები გემოვნებით და კარგად აურიეთ.
  3. ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და დაჭერით საშუალო ზომის კვადრატებად (დაახლოებით, 10 სმ სიგრძის).
  4. ცომის შუაში ჩადეთ მომზადებული შიგთავსი (1 ს. კ.). კვადრატის ორი მოპირდაპირე გვერდი წყლით დაატენიანეთ (ამ გზით შეძლებთ კიდეების მჭიდროდ შეერთებას) და გამოხელეთ ღვეზელები. შეაერთეთ მხოლოდ კიდეები, შუაგული დატოვეთ ღია ისე, რომ ჩანდეს შიგთავსი.
  5. მომზადებული ღვეზელები, მხოლოდ ერთი მხრიდან,  დაბრაწეთ მცირე რაოდენობის ზეთში, შემდეგ დაასხით ცოტა წყალი, ტაფას დაახურეთ თავზე და დაბალ ცეცხლზე დააყოვნეთ 15 წუთით. მითითებული დროის გასვლის შემდეგ მოხადეთ ტაფას თავსახური და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ.

უგემრიელესი, წვნიანი ღვეზელები გადმოიტანეთ ლანგარზე, გააფორმეთ მწვანილით და მიიტანეთ სუფრაზე. ძალიან უხდება არაჟანი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!