
გული არის კუნთი, რომელიც წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემის ძირითად სტრუქტურას, რადგან ის არის სისხლის იმპულსი. სისხლი ნაწილდება მთელს სხეულში და დანარჩენ ორგანოებსა და ქსოვილებს აწვდის ჟანგბადს, საკვებ ნივთიერებებს
გულზე ძალიან ცუდად მოქმედებს დაღლილობა, არასწორი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ცხოვრების აჩქარებული ტემპი, რომელსაც თან ახლავს მუდმივი სტრესები, დაღლილობა.
გული ადამიანის სხეულის ძრავაა, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი დაცვა.
შემოგთავაზებთ სმუზის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც გაიძლიერებთ გულს, გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, საჭმლის მონელებას, დაირეგულირებთ ქოლესტერინის დონეს, გაიწენდთ ნაწლავებს და გამოდევნით ტოქსინებს.
უძლიერესი სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები გაჯერებულია ბოჭკოებით, რომლებიც აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას და აღგავსებთ ენერგიით.
სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 100 გრ ვაშლი ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილი: ბანანი, ხურმა, ავოკადო, ატამი
- 100 გრ წითელი ყურძენი
- 3 ს. კ. შვრია
- 1 ს. კ. თაფლი
- ½ ლ წყალი
მომზადების წესი:
თქვენ მიერ არჩეული ხილი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები (ყურძენი წიპწებიანად) და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ დაამატოთ ყინულიც. შემოთავაზებული სასმელი მიიღეთ უზმოზე, კვირაში 3-ჯერ.
მოამზადეთ არომატული სმუზი, გაიუმჯობესეთ გულის ფუნქციონირება, გაიჯერეთ ორგანიზმი სასარგებლო საკვები ნივთიერებებით და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


