მოცულობითი და ფუმფულა ფანქეიქების მრტივი რეცეპტი. დესერტი, რომელიც ყველას უყვარს

გირჩევთ, მოამზადოთ ამერიკული ბლინები, ე. წ. ,,ფენქეიქები“. უგემრიელესი, ფუმფულა, ჰაეროვანი, მაცდური დესერტი ყველას აღფრთოვანებას იწვევს.

მნიშვნელოვანია, რომ ინგრედიენტები გამოიყენოთ მოცემული პროპორციების მიხედვით. ძალიან დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ტაფაც. ,,ფენქეიქების“ მოსამზადებლად არ გჭირდებათ ზეთი.

ღრუბელივით ფუმფულა ბლინებს შეგიძლიათ მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი, მიირთვათ არაჟანთან, თაფლთან, შოკოლადის კარაქთან ერთად. უგემრიელესია მოხარშულ შესქელებულ რძესთან ერთად.

,,ფენქეიქების“  მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 5 ცალი
  • ფქვილი 60 გრ
  • შაქარი 70 გრ
  • გამაფხვიერებელი 2 გრ
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ. კ.
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. 5 კვერცხის გული ათქვიფეთ 40 გრ შაქართან ერთად, დაამატეთ გამაფხიერებელი, მარილი, ვანილის ექსტრაქტი და აურიეთ. ფქვილი ნაზად შეაზილეთ.
  2. ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა, დაამატეთ 30 გრ შაქარი, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ და ნაზად შეურიეთ გულებიან მასას.
  3. მზა მასის თითო-თითო ს. კ. გაანაწილეთ ცხელ ტაფაზე (შეგიძლიათ დიდებიც გამოაცხოთ). ტაფას  დაახურეთ თავსახური. 2 წუთის შემდეგ ბლინები გადააბრუნეთ.

,,ფენქეიქები“ სუფრაზე ცხელ-ცხელი მიიტანეთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!