ეს რეცეპტები თქვენი სახის კანს გააჯანსაღებს

ბუნების მიერ შემოთავაზებული რეცეპტები ყოველთვის საუკეთესოა ჩვენთვის. ამ სტატიაში წარმოდგენილი პირველი რეცეპტი დაგეხმარებათ ნაოჭების გაქრობაში, მეორე კი არასასურველ თმას მოგაშორებთ სახიდან. მათი კომბინაციით საერთო ჯამში ნაზ და იდეალურ კანის ზედაპირს მიიღებთ ნებისმიერ ასაკში.

ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის რეცეპტი

დაგჭირდებათ:

2 ს/კ ვაზელინი
1 ს/კ ნუშის ზეთი ან ზეითუნის ზეთი
1 კვერცხის გული
1 ს/კ თაფლი
1 მწიფე ავოკადო

მომზადება:

გააცხელეთ ვაზელინი დარბილებამდე და შეურიეთ მას თაფლი. შემდეგ დაუმატეთ ნაზავს თანმიმდევრულად სხვა ინგრედიენტებიც და ბოლოს შეურიეთ მიღებულ მიქსს კვერცხის გული. აურიეთ კარგად ერთმანეთში და ჩაასხით ქილაში, დაახურეთ თავი და აანჯღრიეთ.

როგორ გამოვიყენოთ:

დააცადეთ ქილას გახსნამდე 5 წუთი
დაიბანეთ და გაიმშრალეთ სახე კარგად, შემდეგ კი წაისვით კრემი სახის კანზე
გაიკეთეთ ნაზი მასაჟი რამდენიმე წუთით, თითების წრიული მოძრაობებით
დაიტოვეთ კრემი სახეზე 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ მოიშორეთ ბამბის ნაჭრით ან მინერალურ წყალში ჩალბობილი პირსახოცით

სახის თმის მოსაშორებელი რეცეპტი

დაგჭირდებათ:

2 ს/კ სიმინდის ფქვილი
1/4 ს/კ ჯანჯაფილის პუდრა
3/4 ს/კ ახალი რძე
1 ს/კ ლიმონის წვენი
1 ს/კ ქოქოსის ზეთი

მომზადების წესი:

ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი ჯამში და აურიეთ სქელი პასტის მიღებამდე. ამის შედეგად უნდა მიიღოთ ყვითელი მასა.

გამოყენება:

წაისვით სახეზე პასტის სქელი ფენა და მოარიდეთ ის ქუთუთოებსა და წარბებს.
წაისვით პასტა ყველა იმ არეში, საიდანაც თმის მოშორება გსურთ.
დააცადეთ მასკას გაშრობა 10 წუთის განმავლობაში.
ნელა ჩამოუსვით თითები გამშრალ მასკას მოსაშორებლად.
მასკის მოშორების შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით.
დიდ განსხვავებას 10 წუთშიც კი შეამჩნევთ.