შემოგთავაზებთ დამარინადებული ბადრიჯნის რეცეპტს. დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ნიორი, ნიახური ავსებს და ავლენს ბადრიჯნის წარმოუდგენელ გემოს. თავად მარინადი ზომიერად ცხარე და მარილიანია.
დამერწმუნეთ, რეცეპტის მიხედვით მომზადებული კერძი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი 3 კგ
- წითელი ბულგარული პილპილი 0,5 კგ
- პომიდორი 700 გრ
- ნიახური დიდი კონა
- ნიორი 2-3 თავი
- ხახვი 3 თავი
- მწარე წიწაკა 1 ცალი
- ზეთი 1 ჩ/ჭ
- ძმარი 9%-იანი 170 მლ
- წყალი 3 ლ
- მარილი 3 ს/კ
მომზადების წესი:
1. მოცემული ბოსტნეული და მწვანილი გარეცხეთ გამდინარე წყალში. ეცადეთ, აარჩიოთ ერთი ზომის ბადრიჯნები. ბადრიჯანი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად (გაჭერით სიგანეზე). თითოეული ნაწილი ჯვარედინად გაყავით 4 ნაწილად.
2. დაჭრილი ბადრიჯნები გადაიტანეთ ღრმა თასში და დროებით გააჩერეთ. პომოდორი და ხახვი დაჭერით საშუალო ზომის ნახევარრგოლებად და მოათავსეთ ცალ-ცალკე თასებში. მწარე წიწაკა, რომელიც კერძს საოცარ არომატს ჰმატებს, დაჭერით ზოლებად. ნიორი დაჭყლიტეთ. ნიახური გაყავით ორ ნაწილად, ღერები არ დაჭრათ, ფოთლებიანი ნაწილი დაჭერით საშუალო ზომაზე. მოამზადეთ საჭირო რაოდენობით ძმარი და ზეთი. ყველა დამუშავებული ინგრედიენტი ცალ-ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ.
3. ინგრედიენტების მომზადების შემდეგ იწყება ძირითადი პროცესი. დაგჭირდებათ საშუალო ზომის ქვაბი (ხუთლიტრიანი). ჩაასხით 3 ლ წყალი, დაამატეთ 2 ს. კ. მარილი და აადუღეთ. როდესაც წყალი ადუღდება, ჩაასხით ძმარი და აურიეთ. შემდეგ ფრთხილად ჩააწყვეთ ბადრიჯანი, დაახურეთ ქვაბს და დაელოდეთ ადუღებას. მოხადეთ თავსახური და ადუღეთ 7 წუთი.
4. მზა ბადრიჯანი გადმოიღეთ საწურზე და დაწრიტეთ. ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე, დაასხით ზეთი, აადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. მოხარშული ბადრიჯანი გაყავით ორ ნაწილად. მიყევით რეცეპტს და მოცემული თანმიმდევრობით განალაგეთ დამუშავებული ინგრედიენტები, ყველაფერს ყოფთ ორ ნაწილად.
5. ქვაბის ძირზე დააწყვეთ ნიახურის ღერები, ცოტა_ დაჭყლეტილი ნიორი, რამდენიმე ნაჭერი პომიდორი და ბადრიჯნის ნაჭრებით დაფარეთ ქვაბის ძირი, შემდეგ მოაყარეთ ცოტა ნიორი, მოასხით ცოტა ზეთი, დააყარეთ დაჭრილი ნიახური, წითელი ბულგარული პილპილი, ხახვი, მწარე წიწაკა, ზემოდან მოაწყვეთ პომიდვრის ნაჭრები, შემდეგ-ბადრიჯანი და იმავე თანმიმდევრობით განალაგეთ ინგრედიენტები. არ დაგავიწყდეთ შიგადაშიგ მოსახით ზეთი და მოაყარეთ მარილი.
6. ქვაბს დაახურეთ შედარებით პატარა დიამეტრის თეფში და დაადეთ სიმძიმე. ერთი ღამით ქვაბი დადეთ სამზარეულოში, ხოლო მეორე დღეს დადეთ სიგრილეში ან შედეთ მაცივარში.
7. უგემრიელესი კერძი, დამარინადებული ბადრიჯანი, მზად არის. თითოეული ინგრედიენტი, განსაკუთრებით კი, ნიახურის ღერები და ნიორი კერძს საოცარ არომატს აძლევს.
უგემრიელესი და არომატული მარინადი შეგიძლიათ მიირთვათ პურთან ერთად ან გამოიყენოთ კარტოფილისა და ხორცის გარნირად. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ ახალი მწვანილი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!