შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული 8 უძლიერესი, უმარტივესი და ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ქუსლებზე ბზარების შეხორცებას, აირიდებთ ინფექციების განვითარებას, დაირბილებთ ქუსლების კანს და დაუბრუნებთ მათ იდეალურ მდგომარეობას.
1. მარილი, ლიმონი, ვარდის წყალი და გლიცერინი
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
- ვარდის წყალი ან გაფილტრული წყალი 1 ჩ. კ.
- გლიცერინი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მკვებავი ნიღაბიც მზად არის. ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით და მომზადებული მასა კარგად შეიზილეთ დაზიანებულ ქუსლებზე, ამოიცვით წინდა და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. დილით ფეხები დაიბანეთ, ქუსლები გაიხეხეთ პემზის ქვით, გულდასმით შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი ან თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გამოიყენეთ ფეხის სკრაბი. ხელნაკეთი სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ცხელი წყალი 1 ს. კ.
- მსხვილი მარილი 1 ს. კ.
- გლიცერინი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ქუსლებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით.
2. სამკურნალო ზეთები
მათი საშუალებით შეძლებთ კანის მყისიერად დარბილებას და კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას. თქვენთვის ხელმისაწვდომი ზეთი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ქუსლებზე, ამოიცვით წინდები და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე.
3. ვაზელინი და ლიმონის წვენი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ცოტა ლიმონის წვენი
- 1 ჩ. კ. ვაზელინი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაბზარულ ქუსლებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. სასურველი შედეგის მისაღებად პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ, ამოიცვით ბამბის წინდა და დაიტოვეთ დილამდე.
4. ცვილი
გამომშრალი და დაბზარული ქუსლების სამკურნალოდ ფუტკრის ცვილი საუკეთესო საშუალებაა.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფუტკრის ცვილი
- ქოქოსის ზეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით. მოათავსეთ ისინი ემალის თასში და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 15-20 წუთი. მალამო გადაიტანეთ პატარა ქილაში. ყოველ საღამოს, ძილის წინ, შეიზილეთ ქუსლებზე, ამოიცვით ბამბის წინდა და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე.
5. თაფლი
თაფლი ანტიბაქტერიული საშუალებაა. მისი დახმარებით მრავალ სარგებელს მოუტანთ ქუსლებს. 1 ჩ. კ. თაფლს შეურიეთ ცოტა თბილი წყალი. ნარევი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ქუსლებზე და გაიჩერეთ 20-30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
6. ბრინჯის ფქვილი
ბრინჯის ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დაფქული ბრინჯი 2-3 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
- გახეხილი ვაშლი (პატარა)
- ცოტა ზეითუნის ზეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ ფეხებზე, შემოიხვიეთ საკვების ცელოფანი, ამოიცვით წინდა და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი მალამო.
7. შვრია
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შვრიის ფქვილი 1 ს. კ.
- თბილი წყალი 1 ს. კ.
- ჟოჟობას ზეთი ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ დაზიანებულ ქუსლებზე, ამოიცვით ცელოფანი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 60 წუთი. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ დღეგამოშვებით.
8. სეზამის ზეთი
დაბზარული ქუსლების სამკურნალოდ სეზამის ზეთი საოცრებებს ახდენს. ხელებზე დაისხით ცოტა ზეთი, შეიზილეთ ქუსლებზე და წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!