ნივრის ეს ნაყენი ხველის მკურნალობაში ყოველთვის მეხმარება. სიროფებზე არანაკლებ ეფექტურია, თაანც უსაფრთხო

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სიროფის რეცეპტს, რომელიც სასუნთქი გზების დაავადებებთან საბრძოლველად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სიროფის საშუალებით შეძლებთ ნახველისა და ლორწოს სწრაფად მოშორებას.

სიროფის ძირითადი ინგრედიენტია ნიორი.ის უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც უძველესი დროიდან  გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით გაჯერებული ნიორი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ალიცინის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით ნიორს ბევრად უფრო მეტი ანტიბიოტიკური აქტივობა აქვს, ვიდრე პენიცილინს.

ნივრის სიროფი აქტიურად გამოიყენება ფილტვების დაავადებათა, ყელის ტკივილის, ხველის, ასთმის, სუნთქვის გაძნელებისა და ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ.

სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი 4-5 თავი
  • ფინჯანი წყალი
  • ¼ ფინჯანი ვაშლის ძმარი
  • ½ ფინჯანი თაფლი

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ნივრის კბილები გაჭერით შუაზე, ჩაყარეთ მინის კონტეინერში, დაასხით წყალი, ძმარი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. ნარევი გააჩერეთ მთელი ღამე, დილით გადაწურეთ და შეინახეთ სიგრილეში.
  2. მიიღეთ სიროფის 1 ჩ. კ. ყოველ 4 საათში ერთხელ. სამკურნალო პროცედურები გრძელდება სრულ გამოჯანმრთელებამდე.

მოამზადეთ უმარტივესი საშუალება და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა. გისურვებთ ჯანმრთელობას!