შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის, ,,სენდვიჩის“ რეცეპტს. ნამცხვარი, მართლაც, საოცრებაა და განსაკუთრებით იზიდავს პატარებს, რადგან ვიზუალურად მათ საყვარელ ნაყინს, ,,სენდვიჩს“, ჰგავს. მოამზადეთ ეს გემრიელობა და გააბედნიერეთ თქვენი პატარები.
დესერტის მოსამზადებლად დგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 130 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ხაჭო 500 გრ
- გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ.
- ვანილის შაქარი 2 პაკეტი
- კაკაო 2 ს. კ.
- სახამებელი 1 ს. კ.
- ქიშმიში ½ ჩ. ჭ. შეგიძლიათ დაამატოთ სხვა გამომშრალი ხილი, ნიგოზი, ლიმონის კანი ან ცუკატები.
- ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
ცომის მომზადება:
- ფქვილი გაცერით და დაამატეთ გამაფხვიერებელი. 100 გრ კარაქი გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ, დაამატეთ 1/3 ჩ. ჭ. შაქარი, ვანილი, კაკაო და კარგად აურიეთ, შეათქვიფეთ 1 კვერცხი, შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ცომის 1/3 შედეთ საყინულეში, ხოლო დანარჩენი თანაბრად გაანაწილეთ 20 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
შიგთავსის მომზადების წესი:
- აიღეთ 3 კვერცხი, ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილა შედეთ მაცივარში, გული კი კოვზით ათქვიფეთ და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.
- ხაჭოს დაამატეთ დარჩენილი შაქარი, ვანილი და დააბლენდერეთ. შემდეგ კოვზით შეაზილეთ ათქვეფილი გულები და 30 გრ გამდნარი კარაქი.
- ქიშმიში ცოტა ხნით ჩაალბეთ წყალში, შემდეგ გაწურეთ და დაამატეთ ხაჭოიან მასას. ხაჭოიან მასას დაამატეთ სახამებელი და კარგად აურიეთ.
- კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაამატეთ ხაჭოიან მასას და ნაზად აურეით კოვზით. მზა შიგთავსი დაიტანეთ ცომზე და თანაბრად გაანაწილეთ.
- საყინულედან გამოიღეთ ცომი და დასერტს ზემოდან დაახეხეთ. ეცადეთ, გახეხილი ცომი მთელ ზედაპირზე გაანაწილოთ.
უგემრიელესი ხაჭოს დესერტი თქვენს ოჯახურ შეკრებას ხიბლს შეჰმატებს და ყველას გააბედნიერებს.