შედედებული რძით გაჯერებული ფუმფულა და ნაზი ტორტის რეცეპტი. მოსამზადებლად უმარტივესია

შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი და ძალიან გემრიელი ტორტის რეცეპტს. რამდენიმე წუთში შეძლებთ ჰაეროვანი და ფუმფულა ბისკვიტის გამოცხობას.

ტკბილი საოცრების მოსამზადებლად გჭირდებათ მინიმალური ინგრედიენტები:

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 0,5 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ვანილი
  • ფქვილი 3 ს. კ.
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • კაკაო 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. თქვეფთ 5 წუთი მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი. ურევთ ნაზად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, ხის ან პლასტმასის კოვზით.
  2. ოთხკუთხედ საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით კარაქი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  3. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 5-10 წუთი.
  4. ბისკვიტი გააგრილეთ, გადაუსვით შესქელებული რძე და საცერით მოაფრქვიეთ კაკაო.
  5. მზა დესერტი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად და ერთი ნაწილი ფრთხილად დაადეთ მეორეზე.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!