ვისაც გამოგიცდიათ, დამეთანხმებით, რომ ქუსლებზე არესბული ნახეთქები, გარდა იმისა, რომ ესთეტიკურად უსიამოვნო დასანახია, ძალიან მტკივნეულია და გიკარგავთ ცხოვრების ხალისს. არანაკლებ უსიამოვნებას იწვევს კოჟრები, განსაკუთრებით თუ მთელი დღე ფეხსაცმლით ყოფნა გიწევთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო საშუალების რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. მალამო ეფექტურად გამოიყენება კოჟრების, ნახეთქებისა და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონის წვენი
- ასპირინი 5 აბი
მომზადების წესი:
ასპირინის აბები კარგად დაფხვენით და დაამატეთ იმ რაოდენობის ლიმონის წვენი, რომ პასტისებური მასა მიიღოთ.
მოხმარების წესი:
ფეხები დაიბანეთ, შემდეგ ნარევი შეიზილეთ დაზიანებულ ქუსლებზე ან ფრჩხილებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით მოიშორეთ. შემდეგ დაზიანებული ადგილები გაიხეხეთ პემზით და მოიშორეთ მკვდარი უჯრედები (მოერიდეთ კანის მგრძნობიერე უბნებსა და ფრჩხილებს).
პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ და სასურველ შედეგსაც მალე მიიღებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!