შემოგთავაზებთ ნაზი და უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ჰაეროვანი ბისკვიტების, საოცრად გემრიელი კრემის, ქოქოსის ფანტელების, თხილის, ქიშმიშსა და შოკოლადის არომატით გაჯერებული ნუგბარი ვიზუალურადაც ისეთი მიმზიდველია, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ.
უნაზესი დესერტის ბისკვიტების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 12 ცალი კვერცხის ცილა
- მწიკვი მარილი
- 12 ს. კ. დაფქული თხილი
- 12 ს. კ. შაქარი
- 6 ს. კ. ფქვილი
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 12 კვერცხის გული
- 14 ს. კ. შაქარი
- ვანილი
- 8 ს. კ. რძე
- 300 გრ კარაქი
- 50 გრ ქოქოსის ფანტელი
- 50 გრ დაჭრილი ნიგოზი ან ქიშმიში
- 50 გრ შოკოლადი
ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ:
- 50 გრ თეთრი შოკოლადი
- 50 გრ შავი შოკოლადი
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად კარგად ათქვიფეთ. ცილის ღრუბელივით მასას ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი. ხის ან სილიკონის კოვზით შეაზილეთ დაფქული თხილი და გაცრილი ფქვილი. მზა მასა გაყავით 3 ნაწილად.
- მოამზადეთ საცხობი ფორმა, დაახლოებით 25/38 სმ დიამეტრის, ჩააფინეთ პერგამენტი, დაიტანეთ ცომის ერთი ნაწილი. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
კრემის მომზადების წესი:
- კვერცხის გულები და ვანილის შაქარი აურიეთ, დადგით ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ რძე და განუწყვეტლივ ურიეთ. მასა უნდა გასქელდეს.
- მიღებული მასა გააგრიელთ. კარაქი კარგად ათქვიფეთ და თითო კოვზობით დაამატეთ მომზადებული მასა.
- საოცარი კრემიც სამ ნაწილად უნდ გაყოთ. პირველ ნაწილს დაამატეთ 50 გრ ქოქოსის ფანტელი და წაუსვით პირველ ფენას. კრემის მეორე ნაწილს დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი ან ქიშმიში და გადაუსვით მეორე ფენას.
- თუ ქიშმიშის გამოყენებას გადაწყვეტთ, ერთი საათით ჩაალბეთ რომში ან კონიაკში.
- კრემის მესამე ფენას დაამატეთ გახეხილი შოკოლადი და მზა კრემი გადაუსვით მესამე ფენას.
- ზემოდან მოაყარეთ გახეხილი თეთრი და შავი შოკოლადი.
საოცარად გემრიელი ნამცხვარი მზად არის. ისეთი ნაზი და ჰაეროვანია, რომ ენაზე დნება.
ერთ პატარა რჩევას მოგცემთ, კარგი იქნება თუ ინგრედიენტებს თანაბრად გაყოფთ და ბისკვიტებს ცალ-ცალკე გამოაცხობთ. მოამზადეთ ეს საოცრება და გააოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანები!