როგორ გამოვაცხოთ პური ხრაშუნა ქერქითა და რბილი გულით

სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებითაც მოამზადებთ ხრაშუნა და ნაზ პურებს. ოქროსფრად დაბრაწული პურები თქვენს უსაყვარლეს ადამიანებს ძალიან მოეწონებათ.

ცადეთ, მოამზადეთ უგემრიელესი პურები და დამერწმუნეთ,  მისი საოცარი გემო არასდროს დაგავიწყდებათ.

ხრაშუნა პურების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • საფუარი 6 გრ
  • მარილი 4 გრ
  • კარაქი ან მარგანინი 30 გრ
  • რძე 100 მლ
  • წყალი 50 მლ
  • ზემოდან წასაწმელად დაგჭირდებათ
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • რძე 5 მლ

მომზადების წესი:

  1. აიღეთ თასი, ჩაყარეთ ფქვილი, მარილი, საფუარი, შემდეგ დაამატეთ კარაქი, წყალი, რძე და მოზილეთ ცომი.
  2. ცომი ასაფუებლად დააყოვნეთ თბილ ადგილას, შემდეგ ჩაზილეთ და 10 წუთით კიდევ გააჩერეთ.
  3. მომზადებული ცომი გაყავით 5 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, მიეცით მათ ოთხკუთხედი ფორმა, შემდეგ ცომი დაგრიხეთ და კიდეები შეუკეცეთ.
  4. მომზადებული გუნდები ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ გაუკეთეთ ჭრილები და წაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული.
  5. პურები გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 20-30 წუთის განმავლობაში.

სამზარეულოში მადისაღმძვრელი ცხელი პურის საამო სურნელი დატრიალდება. ოქროსფრად დაბრაწული პურების დანახვა თქვენს პატარებს ძალიან გაახარებს.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!