რძეზე მომზადებული ძალიან ნაზი კრემის რეცეპტი, რომელიც ნებისმიერ დესერტს კიდევ უფრო გემრიელს გახდის

შემოგთავაზებთ კიდევ ერთი უგემრიელესი კრემის რეცეპტს. ფაფუკი და ჰაეროვანი კრემით შეგიძლიათ მოამზადოთ ტორტები და სხვა დესერტები.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 400 მლ
  • 3 ცალი კვერცხის გული
  • არაჟანი 35%-იანი ცხიმიანობის 400 მლ
  • შაქარი 100 გრ
  • შესქელებული რძე 100 მლ (ნახევარ ჩაის ჭიქამდე)
  • სახამებელი ან ფქვილი 5 ს. კ.
  • კარაქი 100 გრ
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. ქვაბში ჩაასხით 300 მლ რძე, დაამატეთ არაჟანი და შესქელებული რძე აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  2. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი.
  3. ცალკე თასში მოათავსეთ სახამებელი, ნელ-ნელა დაასხით 100 მლ ცხელი რძე და სახამებელი კარგად გახსენით. შემდეგ დაამატეთ კვერცხიანი მასა და აურიეთ.
  4. როდესაც რძე ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კვერცხიან მასას და ნიჩაბით კარგად აურიეთ.
  5. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურევთ  მასის გასქელებამდე. კრემი ცეცხლიდან გადმოდგით ადუღებისთანავე და დაამატეთ ვანილი.
  6. გაციებულ კრემს დაამატეთ დარბილებული კარაქი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.

მოცემული კრემის მოსამზადებლად მე ყოველთვის სახამებელს ვიყენებ, რადგან მასა უფრო ჰაეროვანი და მსუბუქი გამოდის. კრემი შეგიძლიათ ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად გამოიყენოთ.