ამ მარტივი მეთოდით სახის ღრმა წმენდა და შავი წერტილების ბოლომდე მოშორება საკმაოდ იოლია

656

ალბათ, გაინტერესებთ რა იწვევს კანზე შავი წერტილების, იგივე კომედონების, წარმოქმნას. კანის ცხიმოვანი ჯირკვლის გადაჭარბებული ფუნქციონირება  იწვევს ზედმეტი ცხიმის დაგროვებას, შესაბამისად ხდება ფორების ცხიმით, დანეკროზებული უჯრედებით, ჭუჭყით გადავსება და კანზე ჩნდება უსიამოვნო შავი წერტილები.

სტატიაში შემოგთავაზებთ მხოლოდ ორი ინგრედიენტის ბაზაზე მომზადებული უმარტივესი და საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებით უმოკლეს დროში შეძლებთ უსიამოვნო შავი წერტილების მოშორებას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • აქტივირებული ნახშირი 4-5 აბი
  •  1 ცალი კვერცხის ცილა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აქტივირებული ნახშირის აბები დაფშხვენით, დაამატეთ კვერცხის ცილას და კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და  გაიჩერეთ გაშრობამდე. დარწმუნდით, რომ ყველა ადგილი იდეალურად მშრალია და დაიწყეთ ნიღაბის ფრთხილად აძრობა.

ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ კანი დაგეჭიმათ, მაგრამ ეს მდგომარეობა აუცილებელია, რადგან ამ გზით შეძლებთ ნიღაბთან ერთად შავი წერტილების მოშორებას.