არომატული და წვნიანი შარლოტკა მსხლითა და დარიჩინით, იულია ვისოცკის რეცეპტის მიხედვით

გსურთ, რაღაც ახალი და განსაკუთრებული დესერტი მოამზადოთ? შემოგთავაზებთ არომატული, შოკოლადის პეროგის ,,შარლოტას“ რეცეპტს. პეროგს საოცარ გემოს ჰმატებს მსხლისა და დარიჩინის არომატი.

 ,,შარლოტას“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მსხალი (დიდი) 3-4 ცალი
  • ფქვილი 1 ჩაის ჭიქაზე ცოტა ნაკლები
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 1 ჩაის ჭიქაზე ცოტა ნაკლები
  • კაკაო 2 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ. ან სოდა 1 ჩ. კ.
  • ვანილი გემოვნებით
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი, ვანილი, კაკაო და აურიეთ.
  2. მსხალი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოაყარეთ დარიჩინი.
  3. კვერცხი შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილიანი ნარევი. ურევთ ხის კოვზით.
  4. მზა ცომს დაამტეთ მსხალი და ნაზად აურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ საშუალო ზომის საცხობ ფორმაში, რომელშიდაც ცხიმწასმული პერგამენტი გაქვთ ჩაფენილი.
  5. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30-40 წუთის განმავლობაში.

პეროგი გააგრილეთ და მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი. ,,შარლოტა“ უგემრიელესია ჩაისთან ერთად. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!