ყველა ადამიანის მეტაბოლიზმი გნსხვავებული სისწრაფით ფუნქციონირებს. გაითვალისწინეთ, სწორედ მეტაბოლიზმის სისწრაფე განსაზღვრავს რამდენად ადვილად დაიკლებთ წონაში. საბედნიეროდ, შესაძლებელია მეტაბოლიზმის გააქტიურება და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება.
ხალხური მედიცინა მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული რეცეპტებით, რომელთა წყალობითაც შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას, მადის დაქვეითებას, ზედმეტი სითხისგან და შებერილი მუცლისგან გათავისუფლებას, ორგანიზმის გაწმენდას. სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე სამკურნალო სასმელის რეცეპტს.
მწვანე ჩაისა და დარიჩინის ნაყენი
შემოგთავაზებთ მწვანე ჩაისა და დარიჩინის ბაზაზე მომზადებული სასმელის რეცეპტს. ანტიოქსიდანტებით მდიდარი მწვანე ჩაი გულისთვის საუკეთესო საშუალებაა. მწვანე ჩაისა და დარიჩინის კომბინაციით მიიღებთ უძლიერეს სასმელს, რომელიც საუკეთესო შედეგს მოგცემთ.
- მწვანი ჩაი 1 ჩ. კ.
- დარიჩინი ½ ჩ. კ.
- წყალი 500 მლ
მომზადების წესი:
მწვანე ჩაის დაამატეთ დარიჩინი, დაასხით ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 20-30 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. მომზადებული სასმელი მიიღეთ დღეში 2-ჯერ, საუზმემდე და სადილამდე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.
ანანასისა და ჯანჯაფილის ნაყენი
ანანასისა და ჯანჯაფილის ნაყენი უძლიერესი სამკურნალო სასმელია, რომელსაც დახვეწილი გემო აქვს. რეკომენდებულია, ნაყენი მიიღოთ დღეში 2-ჯერ, საუზმის და ვახშიმის დროს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ჯანჯაფილის ფხვნილი ¼ ჩ. კ.
- ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.
- ანანასი რამდენიმე ნაჭერი
მომზადების წესი:
ფინჯანში ჩაყარეთ ჯანჯაფილი, დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ გაგრილებამდე. ანანასის რამდენიმე ნაჭერი მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით ჯანჯაფილიანი წყალი და დააბლენდერეთ.
ნარევი მიიღეთ დღეში ერთხელ, საუზმემდე 30 წუთით ადრე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10 დღე, შემდეგ კვირაში 1-2-ჯერ. შედეგი გაგაოცებთ.
ვაშლის კანისა და დარიჩინის ნახარში
ვაშლის კანს აქვს უნარი გააქტიუროს კუნთოვანი მასა და დაასწრაფოს გახდომა. ვაშლის კანის შემადგენლობაში შედის ურსოლის მჟავა, რომელიც ააქტიურებს კოლაგენს და ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას.
საჭირო ინგრედიენტები:
- ვაშლის კანი (დაგჭირდებათ 3 ვაშლის)
- წყალი 1 ლ
- დარიჩინი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
ვაშლის კანს დაასხით წყალი და აადუღეთ, დაამატეთ დარიჩინი. ეს საუკეთესო სასმელია, რომელიც იდეალურ ფორმაში ჩაგაყენებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!