ჰორმონალური ბალანსი რომ აღიდგინოთ და კანის პრობლემები მოიგვაროთ, გამორიცხეთ რაციონიდან 6 საკვები პროდუქტი

თქვენი კანი არის სარკე, რომელზეც თვალნათლივ აისახება ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები.

ორგანიზმში თითქმის ყველა პროცესი კონტროლდება სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით, ჰორმონებით. ამ ნივთიერებებს გამოიმუშავებს სპეციალური ჯირკვლოვანი უჯრედები, რომლებიც მდებარეობს ფარისებრ ჯირკვალში, საკვერცხეებში და ა. შ.

ჰორმონები გავლენას ახდენს გარეგნობაზე. ლოყებსა და  შუბლზე ჩვეულებრივ ჩნდება ჰორმონალური აკნე. ეს გამონაყარი აშკარა ხდება ესტროგენის დონის შემცირების ან ტესტოსტერონის გადაჭარბებული წარმოების გამო.

ტესტოსტერონი მამრობითი ჰორმონია, რომელიც ჩვეულებრივ მცირე რაოდენობით სინთეზირდება ქალის სხეულში.

ფარისებრი ჯირკვალი არის ორგანო, რომელიც ჩვეულებრივ გამოიმუშავებს ჰორმონებს თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს. ისინი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ნივთიერებათა ცვლას, გონებრივ ფუნქციას და კანის მდგომარეობას.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა თქვენს კანს აშრობს, აუხეშებს, მიმდინარეობს კანზე ანთებითი პროცესები, ჩნდება გამონაყარი.

კანის დაზიანებების ყველაზე გავრცელებული მიზეზი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება.

მრავალი დაავადების გარდა, კანის მდგომარეობას აუარესებს, ბალანსს არღვევს და ანთებას იწვევს გარკვეული საკვები პროდუქტები.

  1. სოიოს პროდუქტები შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებსაც შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ესტროგენის რეცეპტორებთან დაკავშირება. სწორედ ამიტომ, სოიოს პროდუქტების მიღების შემდეგ,   გაზრდილი ჰორმონალური მგრძნობელობის მქონე პირებმა შეიძლება შეამჩნიონ კანზე გამონაყარი.
  1. რძის ნაწარმი. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ რძის პროდუქტები მდიდარია სტეროიდული ჰორმონებით (მათ შორის ესტროგენით), რომელთაც შეუძლია ჰორმონალური ბალანსის დარღვევა და აკნეს გამოწვევა.
  2. შაქრის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა კარტოფილი, თეთრი პური, საკონდიტრო ნაწარმი, სწრაფი კვების პროდუქტები იწვევს ეგზემის განვითარებას.
  3. ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი მცენარეულ ზეთებს: სიმინდის, მზესუმზირის და კანოლას ზეთებს შეუძლია ხელი შეუწყოს ორგანიზმში ანთებას და ამით გაამწვავოს აკნე.
  4. მათ, ვისაც აწუხებს გლუტენის შეუწყნარებლობა, გარკვეული მარცვლეულის ჭამის შემდეგ, შეიძლება შეამჩნიონ კანზე გამონაყარი.
  5. თხილეული – ზოგიერთ ადამიანს გარკვეულ პროდუქტზე ალერგია აქვს,  მაგალითად, თხილზე (კონკრეტულად მიწის თხილზე). ამ დაავადებამ შეიძლება კანის პრობლემები გამოიწვიოს.

გადახედეთ თქვენი კვების რაციონს, უარი თქვით საზიანო საკვები პროდუქტების მიღებაზე, ამ გზით შეძლებთ ჰორმონალური ბალანსისა და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!