ძვირფასო დისახლისებო, შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ, მოამზადოთ გემრიელი ყველი. რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ ნატურალური რძე.
ცადეთ, მოამზადეთ და დააგემოვნეთ თქვენი ხელით მომზადებული ყველი.
ყველის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ლ რძე
- 3 ცალი კვერცხი
- არაჟანი 300 გრ
- მარილი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- რძე აადუღეთ და შეაზავეთ მარილით. არაჟანი და კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ რძეს და ადუღეთ კიდევ 5 წუთი.
- როგორც კი მასა შრატიდან გამოყოფას დაიწყებს, გადმოიტანეთ საწურზე, რომელზედაც მარლა გექნებათ დაფენილი. დაელოდეთ, სითხე მთლიანად ჩამოიწუროს.
ყველი შეგიძლიათ რამდენიმე საათის შემდეგ დააგემოვნოთ. გემრიელად მიირთვით!