აბუსალათინის ზეთის გამოყენების 14 გზა. ინფორმაცია, რომელსაც არაერთხელ ვუხსნივართ

აბუსალათინის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც უძლიერესი სამკურნალო საშუალება. ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ აბუსალათინის ზეთს გაციების დროს, ყაბზობის, ცხელების, პარაზიტრების წინააღმდეგ.

როგორც ირკვევა, ეს საოცარი ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ თირკმელების გასაწმენდად და თირკმელებიდან ქვიშის გამოსადევნად. აბუსალათინის ზეთი გარეგანი გზით გამოიყენება კანის სხვადასხვა პრობლემათა სამკურნალოდ.

სტატიაში შემოგთავაზებთ აბუსალათინის ზეთის რეგულარული მოხმარების რამდენიმე მთავარ სარგებელს:

  1. აბუსალათინის ზეთის წყალობით შეიმსუბუქებთ ართრიტით გამოწვეულ ტკივილებს, რადგან ის ხელს უწყობს ლიმფური სისტემის გაწმენდას. აბუსალათინის ზეთი შეათბეთ და დაზიანებულ ადგილზე გაიკეთეთ კომპრესი. შემდეგ შემოიხვიეთ საკვების ცელოფანი, დაითბუნეთ შალის შარფით და სამოქმედოდ დაიტოვეთ 60 წუთი. კომპრესის ნარჩენები საპნით ჩამოიბანეთ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 4 დღე, შემდეგ 4 დღე დაისვენეთ და საჭიროების შემთხვევაში კვლავ გააგრძელეთ.
  2. დაზიანებულ ადგილზე გარეგანი გამოყენების შედეგად აბუსალათინის ზეთი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გაუმჯობესებული მიმოქცევა კი აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  1. არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს. აუმჯობესებს რა სისიხლის მიმოქცევას აბუსალათინის ზეთი ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას, ჰორმენების დაბალანსებას.
  2. აბუსალათისნის ზეთი მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა. შეგიძლიათ მიიღოთ 1 ს. კ., მაგრამ თუ დალევა არ გსურთ, მაშინ მუცლის ქვედა ნაწილზე 20 წუთით დაიდეთ აბუსალათინის ზეთის კომპრესი. მოცემული ზეთი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას.
  3. აბუსალათინის ზეთი სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა. აგრეთვე ალერგიის, ატოპიური დერმატიტის, ეგზემის სამკურნალოდ. მოცემულ პრობლემათა მოსაგვარებლად აიღეთ რამდენიმე წვეთი აბასულათინის ზეთი, დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და ფრთხილად შეიზილეთ. ამ გზით შეძლებთ აირიდოთ ქავილი, გაღიზიანება და სიწითლე.
  4. აბუსალათინის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ სტრიების საწინააღმდეგოდ. მოცემული ზეთით დაზიანებულ ადგილებზე გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.
  5. ნაკაწრების, დამწვრობებისა და ჭრილობებისგან გასაკურნად დაიფინეთ აბუსალათინის ზეთის კომპრესი.
  6. აბუსალათინის ზეთს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მოცემული ზეთით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი წელზე, ხერხემალზე, მუხლებზე. შედეგად უმჯობესდება სისიხლის მიმოქცევა, რაც იწვევს ტკივილის გაყუჩებას.
  7. აბუსალათინის ზეთი ნახეთქების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა. თუ თქვენ ხელებზე ნახეთქები გაქვთ, შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი, გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი.
  8. აბუსალათინის ზეთი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საშუალებაა. აიღეთ 1 ს. კ. სოდა, დაამატეთ იმ რაოდენობის აბუსალათინის ზეთი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. მზა მასა დაიტანეთ ლაქებზე. მოცემული პროცედურა გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე და ერთი კვირის შემდეგ სასურველ შედეგს მიიღებთ.
  9. მოცემული ნაზავი შეგიძლიათ გამოიყენოთ მეჭეჭების მოსაშორებლად. ერთი თვის განმავლობაში ყოველ ღამე, ძილის წინ, მეჭეჭებზე დაიდეთ სოდისა და აბუსალათინის ზეთის ნაზავით გაჯერებული პატარა ბამბა და გადაიკარით ლეიკოპლასტირი.
  1. ლარინგიტის დროს ყელზე დაიდეთ აბუსალათინის ზეთის კომპრესი. სამკურნალო პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი.
  2. გაუხეშებული ქუსლების, ნახეთქებისა და ტერფის სოკოსაგან გასაკურნად შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი, შემოიხვიეთ საკვების ცელოფანი, სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ გაიკეთეთ თბილი წყლისა და სოდის ნარევის აბაზანა (1 ლიტრ წყალზე 1 ს. კ. სოდა). გაუხეშებული ადგილები დაიმუშავეთ პემზით.
  3. აბუსალათინის ზეთის რამდენიმე წვეთი გამოიყენეთ ფუტკრის ან სხვა რომელიმე მწერის ნაკბენის შედეგად გამოწვეული ქავილისა და გაღიზიანების საწინააღმდეგოდ.
  4. თავიდან აიცილებთ რინგვორმის (გადამდები სოკოვანი ინფექცია) განვითარებას თუ თქვენ დღეში რამდენჯერმე რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთით დაიმუშავებთ დაზიანებულ ადგილს.
  5. აბუსალათინის ზეთი შეგიმცირებთ თმის ცვენას და ხელს უწყობს თმის ზრდას. აბუსალათინის ზეთის გამოყენებამდე თავის კანზე გაიკეთეთ ზღვის მარილისა და ცოტა წყლის ფაფისებური მასით მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. შემდეგ უშამპუნოდ ჩამოიბანეთ და 1 ს. კ. აბუსალათინის ზეთისა და რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთის ნარევი შეიზილეთ თმის ძირებზე, დაიხურეთ აბაზანის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

როგორც ხედავთ აბუსალათინის ზეთი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომლის წყალობითაც შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარებას.

დაიმახსოვრე, გამოიყენეთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის აბუსალათინის ზეთი. იგი უნდა იყოს სუფთა, ცივი გამოხდის და აუცილებლად მუქ ბოთლში ჩამოსხმული.

მიღება დაიწყეთ მცირე დოზებით. უფროსებისთვის რეკომენდებულია 1 ს. კ. გისურვებთ ჯანმრთელობას!