ხშირად, 35 წლის ასაკში ჩვენი წონა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს გამოწვეულია პასიური ცხოვრების წესით და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტაბოლიზმი იწყებს შეფერხებას. ნივთიერებათა ცვლის ფუნქციონირების გაუარესებას იწვევს არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობების, ვარჯიშების ნაკლებობა და ერთი მეორის მიყოლებით იზრდება მომატებული არასასურველი კილოგრამების რაოდენობაც.
სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებასა და წონის სწრაფად დაკლებას.
შვრია ძალიან სასარგებლოა, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის აღმოფხვრას და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.
შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებული შვრიის რეგულარულად გამოყენება დაგეხმარებათ, მარტივად მიაღწიოთ სასურველ შედეგს. იხილეთ რეცეპტი, რომლის მიხედვითაც მოამზადებთ გასახდომ საშუალებას.
გასახდომი ფაფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
- ცივი წყალი 1 ჩ. ჭ.
- შვრიის ფხვნილი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- შვრიის ფანტელებს დაასხით წყალი და გააჩერეთ 7 წუთი. შემდეგ დააბლენდერეთ.
- შვრიის ფანტელები დაფქვით და 1 ს. კ. ფხვნილი თაფლთან ერთად დაამატეთ დაბლენდერებულ მასას, კარგად აურიეთ და მიიღეთ სადილამდე 10 წუთით ადრე.
- პროცედურები გაიმეორეთ ყოველდღიურად და სასურველ შედეგს მალე მიიღებთ.
შემოთავაზებული საშუალება ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ასწრაფებას, ცხიმების წვის პროცესის გააქტიურებას და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას. მოამზადეთ უმარტივესი ნარევი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!