კარტოფილი არა მხოლოდ უგემრიელესი ბოსტნეული, არამედ ძლიერი ჯანმრთელობის საწინდარია

კარტოფილი სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც აქტიურად გამოიყენება კულინარიაში. ამჯერად, თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ კარტოფილის სარგებელზე სამკურნალო თვალსაზრისით.

კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, შაქარს, C, B1, B6, PP_ვიტამინებს, ამინომჟავებს, ფოსფორს, კალიუმს.

კარტოფილის წვენი დაგეხმარებათ:

  • აკონტროლოთ დიაბეტი;
  • პანკრეატიტის სამკურნალოდ, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირების აღსადგენად;
  • არეგულირებს წნევას და ებრძვის ჰიპერტენზიას;
  • აფერხებს სიმსივნის განვითარებას;
  • კურნავს გასტრიტსა და წყლულებს;
  • ხელს უწყობს ორგანიზმის მჟავა ბალანსის ნორმალიზებას;
  • ამცირებს შარდმჟავას დონეს;
  • აღადგენს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას;
  • ებრძვის პოდაგრას, ართრიტს და ანთების სხვა ფორმებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში.

პანაცეა უმარტივესი მოსამზადებლია, დაგჭირდებათ მხოლოდ კარტოფილი და წყალი, კერძოდ, კარტოფილის წვენი 1 ს. კ. და ფინჯანი წყალი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიიღეთ ყოველ დღე საუზმის, სადილისა და ვახშის წინ 30 წუთით ადრე.

გემოს გასანეიტრალებლად დაამატეთ ლიმონის  წვენი ან სტაფილოს, ან ვაშლის, შეგიძლიათ მსუბუქად დაატკბოთ თაფლით.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილის წვენი?

კარტოფილი გარეცხეთ, გათალეთ, გახეხეთ და გამოწურეთ წვენი ან გამოიყენეთ წვენსაწური.

გამოიყენეთ კარტოფილის წვენი, გაიწმინდეთ ორგანიზმი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გისურვებთ ჯანმრთელობას!