თუ სახსრებმა შემოგიტიათ, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი ნატურალური საშუალება

გადააბიჯეთ 50 წელს და შემოგიტიათ სიბერის ნიშნებმა, გტკივათ სახსრები, განსაკუთრებით მუხლები, მხრები, კუნთები. ასეთ ტკივილებს იწვევს ართრიტი, რევმატიზმი, მოტეხილობა, გადაღლა, ტრამვები.

ტკივილების შეამსუბუქებელად უამრავი აბი და მალამო არსებობს, რომელთაც, სამწუხაროდ, ახლავს გვერდითი მოვლენები. ხალხური მედიცინა მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული უმარტივესი, უსაფრთხო და საოცრად ეფექტური საშუალებებით.

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების უმარტივეს რეცეპტს, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა.

უებარი მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტები. მზა მალამო შეგიძლიათ 3-4 თვის განმავლობაში შეინახოთ მაცივარში.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მდოგვის ფხვნილი 100 გრ
  • ნატურალური თაფლი 100 გრ
  • ზღვის ან ჰიმალაის მარილი 5 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მზა მასა გადაიტანეთ მინის ქილაში.
  2. მალამო გამოიყენეთ საღამოს, რათა სახსრებმა საფენის შემდეგ შეძლოს დასვენება.
  3. მალამო შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი, შემდეგ_შალის შარფი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1,5-2 საათით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შეიხვიეთ და დაწექით დასაძინებლად.

პროცედურები გაიმეორეთ 4-5 დღის განმავლობაში. შეღავათს პირველივე გამოყენების შემდეგ იგრძნობთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!